40 წლის ჯინო ვენცელი და მისი ძაღლი - გერმანული ნაგაზი დიუკი სამხრეთ აფრიკაში ცხოვრობენ. ერთ დღეს, დიუკისთან სეირნობისას, ჯინომ შეამჩნია მამაკაცი, რომელიც მათკენ დანით მიდიოდა. პატრონი დაიბნა, სანამ მან რეაგირების მოხდენა შეძლო, მის დასაცავად ძაღლი მძარცველის წინ დადგა.
დიუკი ეცა თავდამსხმელს, რომელიც მის პატრონს
დამნაშავემ ძაღლს თავში დანა ჩაარჭო, თუმცა, ცხოველი პატრონის დაცვას უკანასკნელი ძალებით ცდილობდა. საბოლოოდ, მძარცველი გაიქცა, დიუკი მხოლოდ ამის შემდეგ მიწაზე უგონოდ დავარდა.
პატრონმა მომაკვდავი ძაღლი სასწრაფოდ ვეტერინართან წაიყვანა.
ვენცენმა ოთხფეხა მეგობარი მიიყვანა სამხრეთ აფრიკის ცხოველთა დახმარების ცენტრის კლინიკაში, გამოცდილ ვეტერინართან, რომელსაც რამდენიმე ხნის წინ 90 წელი შეუსრულდა.
"დიუკი ჩვენთან პატრონმა უგონო მდგომარეობაში მოიყვანა. ის კრიტიკულ მდგომარეობაში იყო და ვეცადეთ, სწრაფად გვემოქმედა, რათა მისი სიცოცხლე გადაგვერჩინა", - ამბობს კლინიკის ვეტერინარი.
სპეციალისტებმა ძაღლს რენტგენი გადაუღეს, თითოეულ წამს მნიშვნელობა ჰქონდა, დიუკი გონზე მოდიოდა, ხოლო შემდეგ ისევ გონებას კარგავდა. საბოლოოდ, ექიმებმა გადაწყვიტეს, გაერისკათ და დანა მისი თავიდან, რაც შეიძლება სწრაფად ამოეძროთ.
საბედნიეროდ, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. ძაღლის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრებოდა. დიუკი კლინიკიდან მალე გაწერეს. ამჟამად ის მზრუნველ პატრონთან ერთად ცხოვრებს და კვლავ მზადაა, საყვარელი ადამიანი დაიცვას.
წყარო: boredpanda
ასევე იხილეთ:
"უპატრონო ძაღლების ატანა არ მქონდა, მაგრამ მათ დაამტკიცეს, რომ სიყვარულის ღირსნი არიან..."
გერმანული ნაგაზი 16 წლის პატრონს მძარცველებისგან იცავდა... მას სამჯერ ესროლეს
დაუძლურებული, გამხდარი ძაღლი ავტოგასამართ სადგურზე მივიდა... თანამშრომლებმა შეიფარეს, ხოლო 2 წლის შემდეგ, ცხოველმა მათ სამაგიერო გადაუხადა