ავადმყოფ ძაღლს ნორმალურად კვება არ შეეძლო, პატრონებმა გამოსავალს მიაგნეს
ძაღლები ადამიანის საუკეთესო მეგობრები არიან. ისინი ჩვენს ცხოვრებას ალამაზებენ, მაგრამ როდესაც ძაღლს ადამიანის დახმარება სჭირდება, ყველა პატრონი ზრუნავს თავის შინაურ ცხოველზე? მაგალითად ისე, როგორც ამ ისტორიის გმირს მზრუნველობდა თავისი ოჯახი.

ძაღლს, სახელად დეიზი, პატრონებმა სიყვარულისა და მზრუნველობის ნამდვილი მაგალითი აჩვენეს: საკვების გადამამუშავებელ სისტემის პრობლემების გამო, დეიზის ნორმალურად ჭამა არ შეეძლო. მზრუნველმა პატრონებმა ყველაფერი გააკეთეს ძაღლის კეთილდღეობისთვის.

დეიზის დაუდგინდა აუტოიმუნური დაავადება - მიასთენია, რომელიც იწვევს კუნთების პათოლოგიურ სისუსტეს. ამ პრობლემამ ძაღლის ორგანიზმში გამოიწვია საკვები გადამამუშავებელი სისტემის გაფართოება (მდგომარეობა ცნობილია, როგორც megaesophagus-ი), რის გამოც
ცხოველს ნორმალურად კვება არ შეეძლო.

Zooclub

ვეტერინარების რჩევით, ოჯახმა შეუკვეთა სპეციალური სავარძელი, სადაც ძაღლი საკვებს მიიღებდა.
პატრონებმა აღნიშნული მოწყობილობა სპეციალისტს რამდენიმე დღეში დაამზადებინეს.

დეიზი სწრაფად შეეგუა თავის მაგიდას. მეტიც, მან ისწავლა ჯამის დასადების თათებით დაშვებაც. ის არა მარტო შეეჩვია ამ მდგომარეობაში ჭამას, არამედ სიამოვნებასაც იღებდა.

Zooclub

ყოველ ჯერზე, როდესაც პატრონი ძაღლს საკვების მისაღებად ეძახდა, დეიზი მოხერხებულად ხტებოდა თავის სავარძელში და საჭმელს გემრიელად შეექცეოდა. მისთვის სავარძელში ჯდომა აუცილებელი იყო როგორც კვების დროს, ისე მის შემდგომ რამდენიმე წუთიც, რათა საჭმელი გადამუშავებულიყო.

Zooclub

სამწუხაროდ, გასულ წელს დეიზი მოკვდა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელით მისმა პატრონმა გაავრცელა: "ჩვენი დეიზი შობის დილას მოკვდა. ჩვენ სიცარიელეს ვგრძნობთ. მას შემდეგ, რაც დეიზის დიაგნოზი დაუსვეს, 16 თვე გავიდა. მისი სავარძელი ვაჩუქეთ ვეტერინარულ კლინიკას, რომელსაც სხვა ძაღლს გადასცემენ."

Zooclub

მსგავსი პრობლემით არა ერთი ძაღლი იტანჯება. პატრონები ამ დაავადების მქონე ძაღლებისთვის იყენებენ მსგავს სავარძლებს და თავიანთი ოთხფეხა მეგობრების მკურნალობის სხვადასხვა გზებს სოციალურ ქსელებში შექმნილ ცხოველთა მოყვარულ ჯგუფებში განიხილავენ.

წყარო: boredpanda

ასევე იხილეთ:

ძაღლი, რომელიც დეფორმირებული სახით დაიბადა და 5 წლამდე სასტიკ პატრონთან ცხოვრობდა, დღეს ბედნიერია

ძაღლი, სახელად კუპერი, რომელიც დაბადებიდან ძალიან ჰგავს მულტიპლიკაციური ფილმის გმირს

კატა, რომელიც თავშესაფარში ნაოპერაციებ ცხოველებზე ზრუნავს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?