კატა, რომელიც თავშესაფარში ნაოპერაციებ ცხოველებზე ზრუნავს
კატა, რომელიც თავშესაფარში ნაოპერაციებ ცხოველებზე ზრუნავს
ცხოველების თავშესაფარში ბინადრობს საოცარი კატა, რომელიც სხვა ცხოველებს ოპერაციის შემდეგ გვერდიდან არ შორდება და მათზე ზუნავს.

პოლონეთის ერთ-ერთი ქალაქის თავშესაფარში შავი კატა, სახელად რადემენესი 2014 წელს მოხვდა, მას შემდეგ ის თავშესაფრის ბინადარია და  გასაჭირში მყოფ ცხოველებს გულშემატკივრობს.

"რადემენესი პატრონმა 2 თვის ასაკში მოიყვანა ჩვენთან. მას დაუდგინდა სასუნთქი გზების ანთება, რის გამოც პატრონს მისი ევთანაზია ჰქონდა გადაწყვეტილი."- ამბობს თავშესაფრის თანამშრომელი და ვეტ-ექიმი ლუცინა კუზელ-ზავალიხი.

Zooclub

მისი მდგომარეობა იმდენად რთული იყო, რომ კატა ყველა სხვა ცხოველებისგან იზოლირებული იყო, თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, რედემენესი გადარჩა.

Zooclub

როგორც კი კატა კარგად გახდა და მას შეძლო დამოუკიდებლად თავშესაფრის ტერიტორიაზე გადაადგილება, მან დაიწყო სხვა
ცხოველებზე ზრუნვა.

Zooclub

"როცა თავშესაფარში მოჰყავთ ავადმყოფი კატა ან ძაღლი, რედემენესი მიდის მასთან, ეხუტება, ათბობს და ზრუნავს მასზე, ზოგჯერ ის ცხოველებს ყურებსაც ულოკავს."- ამბობს თავშესაფრის თანამშრომელი.

Zooclub

ადგილობრივი პერსონალი ხუბრობითაც კი ამბობს, რომ რედემენესი მათი კოლეგაა და ის ვეტერინარულ განყოფილებაში მედ-ძმის ფუნქციას ასრულებს.

ასევე იხილეთ:

რომელი მცენარეა საშიში თქვენი ბინადრისთვის

რატომ წვება კატა ადამიანის მტკივნეულ ადგილზე?

მოერიდეთ "ოსკარს"

ნინო
ფისო რომელიც პატრონმა გაწირა, კეთილმა ადამიანმა გადაარცჰინა, იბრძოლა მისთვის და გაიმარჯვა. გთხოვთ ნუ გაწირავთ, ცხოველს თუ იგი დავადმყოფდა იბრძოლეთ მისი ჯანმრთელობისათვის.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?