2 წლის ბულდოგმა 20 ლეკვი გააჩინა (+ფოტოები)
2 წლის ბულდოგმა 20 ლეკვი გააჩინა (+ფოტოები)
ქალაქ სვინდონის (დიდი ბრიტანეთი) მცხოვრები ემბერ რისის საყვარელმა ბულდოგმა, მარტის დასაწყისში 20 ლეკვი გააჩინა.

ორი წლის ძაღლმა, სახელად კალიმ, ორი დღის განმავლობაში 20 ლეკვი დაბადა, თუმცა, ვეტერინარებმა მხოლოდ 11 მათგანის გადარჩენა შეძლეს.

ემბერის თქმით, ოჯახის წევრები 6 ლეკვის დაბადებას ელოდებოდნენ, რადგან ადგილობრივმა ვეტერინარმა პატრონები დაარწმუნა, რომ კალი 6-8 ნაშიერს გააჩენდა.

კალიმ პირველ დღეს 8 ლეკვი გააჩინა, რის შემდეგაც ის ვეტერინარულ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მომდევნო დღეს 12 ნაშიერიც გაჩნდა.

Zooclub

ვეტერინარები გაოცებას ვერ ფარავდნენ, რადგან ლეკვების უმეტესობა გადარჩა.

Zooclub

"ჩვენ ვამაყობთ კალით. მიუხედავად მისი
რთული მდგომარეობისა, ის თავს კარგად გრძნობს. ეს მისი პირველი მშობიარობაა, რა დროსაც დიდი ენერგია დახარჯა,
მაგრამ საუკეთესო დედა აღმოჩნდა. ის ძალიან დაიღალა ამ დღეების განმავლობაში, თუმცა, რამდენიმე დღეა, თავის ცანცარა ხასიათი უბრუნდება", - აღნიშნავს კალის პატრონი.

Zooclub

წყარო: dailymail.co.uk

ასევე იხილეთ:

ძაღლი რეკორდსმენი: გერმანულმა დოგმა ოცზე მეტი ლეკვი გააჩინა


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?