თუ თქვენ ეძებთ ისეთ ძაღლს, რომელსაც მარტივად შეასწავლით ბრძანებებს, გადახედეთ ქვევით მოყვანილ 10 ჯიშს.
ოქროსფერი რეტრივერი
ლაბრადორ რეტრივერი
ლაბრადორი მეტად სოციალური ჯიშია. ის ყველაფერს აკეთებს, რათა მისი ოჯახის წევრები ბედნიერნი იყვნენ. შესაძლოა, 2 წლამდე მისი დამორჩილება ცოტა გაგიჭირდეთ, თუმცა, ბრძანებებს მარტივად სწავლობს.
გერმანული ნაგაზი
ეს ერთ-ერთი გამორჩეული ჯიშია, რომელიც შეიძლება მრავალმხრივ შევაფასოდ. პირველ რიგში კი - მარტივი აღქმის უნარით. ის იოლი გასაწვრთნელია, რადგან ძალიან დამჯერი ჯიშია. ოქროსფერი რეტრივერის მსგავსად გერმანული ნაგაზიც საოცრად მგრძნობიარე ძაღლია საკუთარი პატრონის მიმართ.
ავსტრალიური ნაგაზი
ამ ჯიშს ულევი ენერგია აქვს, ძალიან მოსწონს სიახლეები და ადვილად სწავლობს ბრძანებებს. თუ ეძებთ ჯიშს, რომელსაც მარტივად გაწვრთნით, ავსტრალიური ნაგაზი ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია.
სტანდარტული პუდელი
ადამიანების უმეტესობა ფიქრობს, რომ პუდელი ლამაზი დეკორატიული ჯიშია, მაგრამ ის საკმაოდ ინტელიგენტი და დამჯერი ძაღლია. მისი წვრთნა არ არის რთული, პუდელი ყოველთვის ცდილობს პატრონს თავი მოაწონოს.
პაპილონი
შესაძლოა, პაპილონი ერთი ციდაა, მაგრამ მისი ვიზუალობა ნუ მოაგტყუებთ. ის ძალიან აქტიური და მარტივად გასაწვრთნელი ჯიშია. პაპილონი საკმაოდ წარმატებულია სხვადასხვა სპორტულ კონკურსში, ის ერთ-ერთი ყველაზე დამჯერი და მამაცი სახეობაა.
ბორდერ კოლი
ყველაზე დამჯერი, ინტელიგენტი ბორდერ კოლი ყოველთვის გამოირჩევა სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობისას. თუ გსურთ აქტიური ძაღლი, რომლესაც გაწვრთნით, ეს ჯიში საუკეთესო არჩევანია.
ბელგიური მალინუა
შრომისმოყვარე და ენერგიული მალინუა დაუღალავად შეასრულებს პატრონის ბრძანებებს. მისთვის მთავარია ოჯახის წევრი ასიამოვნოს. ის საოცრად მგრძნობიარეა პატრონის მიმართ და ყველთვის მზად არის დაელოდოს მომდევნო ბრძანებას.
შეტლანდიური ნაგაზი (შელტი)
შელტი ვიზუალურად ძალიან გავს გრძელბალნიან კოლის, თუმცა, ის შედარებით პატარა ტანისაა. ისევე, როგორც კოლი, ეს ჯიშიც გამოირჩევა დამჯერი ხასიათით, თუმცა, საოცრად აქტიურია. ამ ჯიშს სპორტულ შეჯიბრებებში საკმაოდ კარგი მაჩვენებელი აქვს, როგორც მორჩილ და მარჯვე ძაღლს. შეტლანდიური ნაგაზი საოცრად ინტელიგენტი და დამჯერი ჯიშია.
ბელგიური ტერვიურენი
გრძელბეწვიანი ტერვიურენი ძალიან აქტიური და ენერგიული ჯიშია. ის ყოველთვის ცდილობს პატრონის გულის მოგებას და საკმაოდ იოლად სწავლობს ბრძანებებსაც.
ასევე იხილეთ:
ძაღლის ყველაზე პოპულარული ჯიშების ათეული ბოლო მონაცემებით
რომელი ძაღლი ავიყვანოთ: მეტისი თუ ჯიშიანი?
10 ყველაზე ჭკვიანი ძაღლის ჯიში