ამ ბიჭმა მხოლოდ საკვები დაუყარა უპატრონო კნუტს
ამ ბიჭმა მხოლოდ საკვები დაუყარა უპატრონო კნუტს
ადამიანის ცხოვრება ყოველთვის იცვლება სახლში ცხოველის მოყვანისთანავე. და აი, კიდევ ერთი პატარა ამბავი, რომელიც ამის მაგალითია:

"ეს პატარა კნუტი ვნახე მაშინ, როცა მეგობართან სამსახუში მივდიოდი. როდესაც კნუტი მომიახლოვნდა, ვიფიქრე, რომ ის 2 თვემდე იქნებოდა, ძალიან გამხდარი იყო და როცა ახლოდან შევხედე რწყილებიც კი ემჩნეოდა."

Zooclub

ბიჭს შეეცოდა კნუტი და უყიდა საკვები მაღაზიაში, რომელიც მშიერმა კნუტმა სულმოუთქმელად შეჭამა.

Zooclub

როდესაც მამაკაცმა გზა განაგრძო, კნუტი თავს არ ანებებდა და მიყვებოდა მას. ახალგაზრდა მამაკაცი, ნამდვილად არ ელოდებოდა კატის მსგავს რეაქციას. ცხოველი ბრმად მიენდო მას.

Zooclub

მამაკაცმა გადაწყვიტა,
კნუტი სახლში წაეყვანა. ცხოველის ერთი თვალი ცისფერი, ხოლო მეორე მწვანე ჰქონდა. ახალმა პატრონმა მას ლუნა
დაარქვა. ის იმდენად გამხდარი იყო, რომ პირველ ხანებში პატრონს ხელში ვერ აყავდა, ეშინოდა ზიანი არ მიეყენებინა მისთვის.

Zooclub

ლუნა ძალიან სასაცილო კნუტი აღმოჩნდა, ის თითქოს ცდილობდა, პატრონი ესიამოვნებინა თავისი სასაცილო თამაშითა და საქციელით.

Zooclub

"დიდი მადლობა ლუნას იმისთვის, რომ ამდენ სასიხარულო და სასიამოვნო დღეებს მჩუქნის, მან ჩემი ცხოვრება დადებითად შეცვალა."- ამბობს კნუტის პატრონი.

Zooclub

ასე გახდა ქუჩის კნუტი სრულფასოვანი ოჯახის წევრი, რომელზეც ზრუნავენ და უყვართ.

ასევე იხილეთ:

ყველაზე მოწყენილი კნუტი მსოფლიოში

გოგონამ პარკში შავი კნუტებით სავსე ძველი ჩემოდანი იპოვა

ფოტოგრაფმა ძაღლი უყურადღებო პატრონისგან იხსნა

tamar
მეც ასე გავხდი ჩემი ცქნაფოს პატრონი, ერთი განსხვავებით სამსახურის ეზოში დამხვდა,მთლად გამხდარი არ იყო,მაგრამ თვალი ტკიოდა და კოჭლობდა თან. ვერ დავტოვე, არ მინდოდა პასუხისმგებლობა ამეღო,მაგრამ მაინც ვერ დავტოვეე.... ეხლა კი ვიცი ყველაზე მეტად ვუყვარვარ, მაღმერთებს! ჩემი დედოფალია, რომელმაც კნუტებიც მაჩუქა და ისინიც ძალიან საყვარლები არიან, უნდა ნახოთ როგორ ეჭვიანობს, უკვე დიდები არიან და იმათ რომ ვეფერები იღრინება, არ ვემეტები
nin
მიყვარს ასეთი ადამიანები
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?