გოგონამ ეს ნატანჯი კატა ქუჩიდან აიყვანა.. შეხედეთ, როგორ გამოიყურება ის ახლა!
გოგონამ ეს ნატანჯი კატა ქუჩიდან აიყვანა.. შეხედეთ, როგორ გამოიყურება ის ახლა!
მხოლოდ ადამიანებს არ აქვთ მძიმე ცხოვრება. ჩვენ ისე ვართ დაკავებულნი ყოფიერი ცხოვრებით, რომ ზოგჯერ ვერ ვამჩნევთ იმას, როგორ გრძნობენ თავს ცხოველები, რომლებიც ჩვენს თვალწინ მთელი ძალით გადარჩენისათვის იბრძვიან.

მაგალითად, ეს კნუტი სტამბოლის ქუჩებში ცხოვრობდა და ჭრილობებზე, რომლებიც ყურებსა და ცხვირზე ჰქონდა, უკვე პატარა მატლები გაუჩნდა. მის ახლოს ყოველ დღე უამრავი ადამიანი დადიოდა, მაგრამ არც ერთი დაფიქრებულა იმაზე, რომ საწყალ ცხოველს დახმარებოდა.

Zooclub

ამ კნუტის სიცოცხლე ჯოჯოხეთს ჰგავდა მანამ, სანამ ეს 7 წლის გოგონა არ გამოჩნდა. მას შეეცოდა ცხოველი და გადაწყვიტა, ეზრუნა კნუტზე.
მას შემდეგ კნუტის ცხოვრება ახალი ფურცლიდან დაიწყო.

მოვლისა და მზრუნველობის შედეგად, ცხოველმა თანდათან ძალა მოიკრიბა.

Zooclub

გოგონას მამა ექიმად მუშაობს და იგი დაეხმარა კნუტის მკურნალობაში. მას მრავალი ჭრილობის მატლებისგან გასუფთავება და გაკერვა მოუწია. იმუნიტეტის გასაძიერებლად რძეს ასმევდა.
ძნელი დასაჯერებელია, რომ ადამიანებმა დაუშვეს ის, რომ კნუტი ასეთ საშინელ მდგომარეობამდე მისულიყო. გოგონას ცხოველისადმი სიყვარული და ყურადღება ქების ღირსია.

Zooclub

ორიოდე კვირის გასვლის შემდეგ უკვე საოცარი შედეგი შეიმჩნეოდა. ჭრილობები შეხორცდა, ბეწვი ამოუვიდა. ის ნელ-ნელა გამოჯანმრთელდა.

ეს გოგონა არასოდეს აღარ დაუშვებს, რომ კნუტს რაიმე დაუშავდეს. ცხოველს ახლა უკვე საუკეთესო და საოცნებო პატრონი ჰყავს.

Zooclub

აიღეთ მაგალითი ამ გოგონასგან, რომელსაც ძალიან დიდი გული აქვს. მისი ქცევა ყველა ჩვენთაგანისთვის მაგალითი უნდა იყოს და ჩაგვაფიქროს იმაზე - ვაკეთებთ თუ არა ყველაფერს იმისათვის, ვისაც ჩვენი დახმარება სჭირდება.

გიორგი
საცოდავი :( კარგია ასეთი კეთლი ადამიანის ხელში რო მოხვდა.
ქეთი
ღმერთმა ამრავლოს კეთილი ხალხი! განა ჩვენს ირგვლივ არ არიან გაუბედურებული საცოდავი კნუტები? მხოლოდ ერთეული ადამიანი თუ შეიცოდებს და წაიყვანს... არადა რა დიდი მადლია, დაეხმარო უფლის ქმნილებას, ადამიანი იქნება თუ ცხოველი. პირადად ჩემს სახლში უამრავი კნუტი გაზრდილა, ხან შვილი მომიყვანს, ხან თავად ვპოულობ... მართალია, შეუგნებელი მეზობლების რისხვას ვიმსახურებ, მაგრამ სიკეთე ყველაფერზე მაღლა დგას!!!
liza
ნეტავი ყველა ამ პატარა გოგონასავით იყოს. გული მომიკვდა რა ტკივილს განიცდიდა კნუტი.
keti
ღმერთმა დაგლოცოს დიდი ლოცვით პატარა ანგელოზო და დაგიცვას შენს ლამაზ კატუნიასთან ერთად შენი დღეგრძელი სიცოცხლის მანძილზე,ამინ!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?