"თუ ცხოველები ხელს გიშლიან, გთხოვთ, ნუ შემოხვალთ ჩვენს მაღაზიაში!" სტამბულის მაღაზიებმა უპატრონო ცხოველებს გასათბობად კარი გაუღეს
"თუ ცხოველები ხელს გიშლიან, გთხოვთ, ნუ შემოხვალთ ჩვენს მაღაზიაში!" სტამბულის მაღაზიებმა უპატრონო ცხოველებს გასათბობად კარი გაუღეს
უპატრონო ძაღლებისა და კატებისთვის განსაკუთრებით მძიმე გადასატანია ცივი ზამთარი - სუსხიანი ქარი, თოვლი და ყინვა.  ამ დროს კომპანიონ ცხოველებს თავშესაფარი არსად აქვთ.

ყინვამ მზიან სტამბოლშიც მიაღწია. თურქეთის სავაჭრო ცენტრებმა და კაფეებმა კიდევ ერთხელ გაუღეს კარი უსახლკარო ოთხფეხა არსებებს.

მაღაზიის მფლობელები სტამბულის ქუჩებში მცხოვრებ ძაღლებსა და კატებს დახმარებას უწევენ: ზოგიერთი მათგანი შესასვლელ კართან დებს მუყაოს ყუთებს, სადაც დაფენილია თბილი პლედები, რათა ცხოველები ცივ მიწაზე არ იწვნენ, ხოლო ზოგიერთები დაუცველ არსებებს გასათბობად შენობებშიც უშვებენ.

აი, ასე თბებოდნენ ცხოველები მაღაზიებში გასულ წლებში (ფოტო გადაღებულია 2016 წელს), თუმცა,
მდგომარეობა არც წელს შეცვლილა.

Zooclub
Zooclub

სელუკ ბაიკალი ბიზნესითაა დაკავებული. მას სავაჭრო ცენტრში გახსნილი აქვს კაფე და ზოომაღაზია,
სადაც მამაკაცი ყოველთვის უშვებს ქუჩის ცხოველებს. მის მაღაზიასა და კაფეს თავს აფარებს 12 კატა და რამდენიმე ძაღლი.

Zooclub

მფლობელის იდეა ყველა მომხმარებელს არ მოსწონს, მაგრამ ასეთი ადამიანებისთვის მამაკაცმა კართან განცხადება განათავსა: "თუ ცხოველები გაწუხებენ, გთხოვ, ნუ შემოხვალთ მაღაზიაში."

ძლიერი ყინვის დროს, კომპანიონი ცხოველებისთვის ბედნიერებაა სითბოში ყოფნა.

"ნუ იქნებით დაუცველი არსებების მიმართ გულგრილნი!"

ასევე იხილეთ:

მამაკაცს წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ სათვალთვალო კამერა მას იღებდა...

ეს კატა კლინიკის კარში გაიჭედა და თითქოს სუნთქვაც შეწყვიტა, მაგრამ ნახეთ, რა გააკეთეს ექიმებმა

ავტობუსის მძღოლმა დაშავებული ძაღლი დაინახა... მან მგზავრებს სთხოვა, ტრანსპორტი დაეტოვებინათ


sofo
საოცრად თბილი დამოკიდებულება ცხოველებისადმი... ყოჩაღ
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?