სპარსელებმაც გადაწყვიტეს კატები ფარის მაგიერ გამოეყენებინათ. შეტაკების დროს მეფე კამბიზის მებრძოლებს ხელში აყვანილი კატები მიჰყავდათ და ეგვიპტელები ვეღარ იბრძოდნენ, რადგან ეშინოდათ, რომ შემთხვევით არ დაეჭრათ, ან არ მოეკლათ ეს წმინდა
თთქმის 100 წლის შემდეგ ჰეროდოტე მოგვითხრობდა, რომ ხანძრის დროს არავინ აქრობდა ცეცხლს, ყველა კატების გადარჩენით იყო დაკავებული. ადამიანები ჯაჭვად ებმებოდნენ, რომ პანიკით შეპყრობილი კატებისთვის ცეცხლისკენ გადახტომისთვის ხელი შეეშალათ. გასაგებია, ეგვიპტის წინააღმდეგ ომში რატომაც ჰყავდათ სპარსელებს კატები მოკავშირედ.
ცნობილია, რომ პირველი მსოფლიო ომის მსვლელობისას კატები სანგრებში იმის გამო ჰყავდათ, რომ ისინი პირველები აფრთხილებდნენ გაზით შეტევის შესახებ. ხოლო მეორე მსოფლიო ომის დროს ისინი ასევე ჰყავდათ წყალქვეშა ნავებში, როგორც ჰაერის ცოცხალი დეტექტორები.
იხილეთ ფოტოგალერეა