კატა ათასჯერ მეტ ინფორმაციას ინახავს ვიდრე კომპიუტერი
კატა ათასჯერ მეტ ინფორმაციას ინახავს ვიდრე კომპიუტერი
კატა ძალიან მგძნობიარე, მოსიყვარულე არსებაა, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა იყოლიოთ სახლში კატა. ჩვენ დაგისახელებთ რამდენიმე ფაქტს, რის შემდეგაც უმეტესობას სურვილი გაგიჩნდებათ შინ მიიყვანოთ ეს ლამაზი და იდუმალი არსება.


კატის მოყვარული ადამიანები ინტელექტუალებად ითვლებიან;

კატები ვერ გრძნობენ ტკბილ გემოს;

მამაკაცები, რომლებსაც ჰყავთ კატა, ცხოვრებაში წარმატებულებად და იღბლიანებად ითვლებიან;

კატის ტვინი ძალიან ჰგავს ადამიანისას – კატისა და ადამიანის ემოციებზე პასუხისმგებელია ტვინის ერთი და იგივე ნაწილი;

კატები ეხებიან ადამიანებს, იმიტომ, რომ მონიშნონ თავიანთი ტერიტორია;

კატების მიმართ შიშს
 აკლიუროფობია ჰქვია;

კატების პატრონები ნაკლებად იმყოფებიან ინფარქტისა და ინსულტის რისკის ქვეშ;

კატებისთვის კარზე სპეციალური ჭრილის
შექმნას ისააკ ნიუტნონს მიაწერენ;
Zooclub

ძირითადად კატებს ძაღლებზე ნაკლებად აქვთ განვითარებული IQ , მაგრამ მათ შეუძლიათ გადაწყვიტონ უფრო რთული კოგნიტური ამოცანები მაშინ, როცა რაიმე სიტუაცია მათთვის საინტერესოა;

კატას ხშირად ემართება ლაქტოზის აუტანლობა, ამიტომ არ დაალევინოთ მას რძე;

კატის შფოთვა შესაძლებელია იყოს მისი თვითგანკურნების ერთ-ერთი მეთოდი, მაგრამ ამავე დროს ნევროზის ან კმაყოფილების ნიშანიც;

კატებს სიცოცხლის დაახლოებით 70%-ს ძილში ატარებენ;

კატები დაახლოებით 100 ნაირ ხმას გამოსცემენ, ეს მაშინ, როცა ძაღლებს შეუძლიათ მხოლოდ 10 სახეობის ხმის გამოცემა;

ყველაზე გრძელი კატის სიგრძე - 1,2319 მეტრია;

კატას შეუძლია შეცვალოს "მიაუ", როცა უნდა, რომ მოახდინოს პატრონზე მანიპულაცია – მისი ხმა ხშირად ბავშვის ხმას მოგაგონებთ, მაგალითად, მაშინ, როცა საკვებს ითხოვს;

კატის ყურების მოძრაობაზე დაახლოებით 20 კუნთია პასუხიმგებელი;

დღესდღეისობით მსოფლიოში დაახლოებით 500 მილიონი სახლის კატაა. ამ მხრივ პირველ ადგილს ავსტრალია იკავებს, აქ ერთ ოჯახზე დაახლოებით 9 კატა მოდის;

კატის მფოლობელთა დაახლოებით 1/3%  თვლის, რომ მათი ცხოველები მათ აზრებს კითხულობენ;

კატამ სახელად "დასტი" დაამყარა რეკორდი, – მან თავისი სიცოცხლის მანძლზე 420 კნუტი გააჩინა;

მოზრდილ კატებს 30 კბილი აქვთ, ხოლო კნუტებს – 26 , რომელსაც 6 თვის შემდეგ იცვლიან;

ალასკის შტატ ქალაქ ტალკიტნაში 15 წლის მანძილზე მერად იყო კატა, სახელად სტაბი;

კიდევ ერთი კატა იყრიდა კენჭს 2013 წელს ქალაქ მეხიკოს მერად, "სამწუხაროდ" მან ვერ მოიგო ეს არჩევნები;

აბრაამ ლინკოლნს თეთრ სახლში 4 კატა ჰყავდა;
Zooclub

ზღაპარ "კონკიას" იტალიურ ორიგინალ ვერსიაში, კეთილი ფერია კატა იყო;

შოტლანდიაში კატას, სახელად ტაუზერი, გაუკეთეს ბარელიეფი, რადგან მან თავის სიცოცხლის მანძილზე 30 ათასამდე თაგვი დაიჭირა;

შუა საუკუნეებში კატა ასოცირდებოდა შავ მაგიასთან და წმიდა იოანეს დღეს, მთელ ევროპაში ამ ცხოველს კოცონზე წვავდნენ;

ევროპის ბევრ ქვეყანაში და ჩრდილო ამერიკაში შავი კატა უბედურების მომტანად, ხოლო დიდ ბრიტანეთსა და ავსტრალიაში წარმატების სიმბოლოდ ითვლებოდა;

კატის ცხვირის ზედა ნაწილი, ისევე უნიკალურია, როგორც ადამიანის თითის ანაბეჭდი;

თუ კატა საკუთარ ფეკალიებს ღიად ტოვებს (მიწას არ აყრის), ეს იმის ნიშანია, რომ იგი აგრესიულია თქვენს მიმართ და არ ეშინია თქვენი;

ძირითადად კატებს წინა თათებზე აქვთ 5 თითი და უკანაზე 4, თუმცა არსებობენ მრავალთითიანებიც;

მრავალთითიან კატებს "ჰემინგუეის კატებს"უწოდებენ, რადგან მწერალს ძალიან უყვარდა ეს ცხოველი;

კატები იმიტომ ილოკავენ საკუთარ სხეულს, რომ ადამიანის სუნი მოიცილონ;

ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, კატა დედამიწაზე მაშინ გაჩნდა, როდესაც ნოეს კიდობანში ლომმა დააცემინა და მას ცხვირიდან ორი კნუტი გადმოუვარდა;

ძველ ეგვიპტეში, როდესაც კატა კვდებოდა, მისი პატრონი წარბებს იპარსავდა და ასე დასტიროდა მას;

კატას ოფლი მხოლოდ თათის გულიდან გამოსდის;

შინაური კატა უფრო სწრაფად დარბის, ვიდრე სირბილში ექვსგზის ოლიმპიური ჩემპიონი ჰუსეინ ბოლტი Smile ;
Zooclub

კატები ყოველთვის ცნობენ პატრონის ხმას, თუმცა შესაძლებელია, იგნორირება გაუკეთონ მას;

კატას არ შეუძლია ხიდან თავქვე დაშვება. იგი ჩამოდის უკანა ფეხებით, რადგან მისი ბჭყალები ასეა მოწყობილი;

კატების მხედველობა ადამიანების მხედველობასთან შედარებით უკეთესიც არის და უარესიც – ისინი ღამით ძალიან კარგად ხედავენ, თუმცა ფერებს ვერ არჩევენ;

ეგვიპტელები კატას "მაუ"-ს ეძახდნენ;

მსოფლიოში არსებობენ კატები, რომლებიც 250 მეტრი სიმაღლიდან ჩამოვარდნისას გადარჩენილან;

კატას ათასჯერ მეტი ინფორმაციის შენახვის უნარი აქვს, ვიდრე კომპიუტერს;

აქედან დასკვნა: კატები ნამდვილად განსაკუთრებული შინაური ცხოველები არიან.


ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?