რაგამაფინი
რაგამაფინი

ეს კატები რეგდოლების მონათესავე ფორმები არიან, რადგან ერთი და იმავე ხაზიდან განვითარდნენ. რაგამაფინები ხასიათით ძალზე ჰგვანან რეგდოლებს, თუმცა მათსავით სახელგანთქმულები არ არიან. ამ ჯიშის კატები დიდი ზომით გამოირჩევიან და ზრდას დაახლოებით 4 წლის ასაკში ამთავრებენ.

მოკლე დახასიათება

ძალიან დიდი ზომის მეგობრული ჯიშია
მოსწონს თამაში
ადამიანებს კარგად ეგუება
ხელში აყვანისას დუნდება

ისტორია

როდესაც რეგდოლი შეიქმნა, ჯიშის სასაქონლო ნიშნის მფლობელი მისი გამომყვანი ენ ბეიკერი გახდა. მან მომშენებლებს ამ კატების სხვა ორგანიზაციებში დარეგისტრირება აუკრძალა და საკუთარი _ რეგდოლების საერთაშორისო ასოციაცია (International Ragdoll Cat Organization
- IRCA) დააფუძნა. 1994 წელს მას რეგდოლის იმ მომშენებელთა ერთი ჯგუფი გამოეყო, რომლებიც დაწესებულ შეზღუდვებს
არ ეთანხმებოდნენ და რადგან თავიანთ კატებს რეგდოლს ვერ დაარქმევდნენ, სახელი შეუცვალეს და რაგამაფინი უწოდეს. ინბრიდინგთან დაკავშირებული სირთულეების თავიდან ასაცილებლად ამ ეთნუზიასტებმა დაიწყეს თავიანთი კატების შეჯვარება სხვა ჯიშებთან, მათ შორის, სპარსულ გრძელბეწვიანსა და ჰიმალაიურთან.

ახალი ჯიში

რეგდოლთან შედარებით რაგამაფინის შეფერილობათა სპექტრი გაცილებით ფართოა _ ეს მათი განმასხვავებელი თვალსაჩინო ნიშანია. რაგამაფინში სტანდარტით დაშვებულია ნებისმიერი შეფერილობა, თუმცა ზოგიერთი ფორმა, მაგალითად, თეთრი, გაცილებით მეტად ფასობს. სელექციონერებმა ძალისხმევა არ დაიშურეს ამ კატისათვის მეგობრული, სოციალური ბუნების შესანარჩუნებლად – ისინიც ხშირად ესაუბრებიან პატრონებს კრუტუნითა და კნავილით.

ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?