კატის ჯიში ელფი
კატის ჯიში ელფი

ამერიკული კერლისა და შედარებით უბალნო სფინქსის მეტიზაციის შედეგად აშშ-ში გამოყვანილი ელფი ერთ-ერთი მათგანია, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ შეემატა ჩვენს დროში შექმნილი ახალი ჯიშების ჩამონათვალს.

მოკლე დახასიათება

უაღრესად ინდივიდუალური ჯიშია
ტიპური სახლის კატაა
რეგულარული დაბანა ესაჭიროება
მუდამ შეწუხებული გამომეტყველება აქვს

ისტორია

სფინქსების ორმა გამოცდილმა მომშენებელმა _ კარენ ნელსონმა და კრისტენ ლიდომმა გადაწყვიტეს ამერიკული კერლის ხვეული ყურების ნიშნის სფინქსის ხაზში ჩართვა და, შესაბამისად, ცალკე ხაზის – ელფის გამოყვანა. მომავალი ჯიშის ჯანსაღი გენეტიკური ბაზის შექმნაში მათ სხვა სელექციონერები დაეხმარნენ, რომლებიც მრავლად არიან
მთელ აშშ-ში, კერძოდ, კალიფორნიაში, აიდაჰოში, მიჩიგანში, არიზონაში, ილინოისსა და ჯორჯიაში. მომშენებლებმა ამ საქმისთვის გამოიყენეს ჩვეულებრივი
შინაური მოკლებეწვიანი კატები: მათი ახალი გენების ჩართვით თავიდან აიცილეს ინბრიდინგი, რაც ხშირად ხდება ახალი ჯიშის გამოყვანის ადრეულ ეტაპებზე. ფაქტობრივად, ელფი მხოლოდ 2007 წელს შეიქმნა, მას შემდეგ, რაც დაკვირვებით დამუშავდა სელექციური გეგმა კატის გენეტიკის გათვალისწინებით.

ელფის მოვლა

ამ კატებზე ზრუნვა საკმაოდ ადვილია. მართალია, ელფი თითქმის უბალნო ჯიშია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მოვლა საერთოდ არ სჭირდება. კანიდან ზედმეტი ცხიმის მოსაშორებლად მიზანშეწონილია მისი ფაქიზად გაწმენდა კვირაში ერთხელ მაინც. ყურებიც რეგულარულად და დაკვირვებით უნდა გაუსუფთავდეს, ოღონდ არ შეიძლება სასმენ მილში შეღწევა და მისი ჩიჩქნა. ყურების დახვევის კუთხე ინდივიდებს შორის ცვალებადია და 900 - 1800 შორის მერყეობს. ელფები მეგობრული, გონიერი და კეთილგანწყობილი კატები არიან.
ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?