მოკლე დახასიათება
გრძელი ბეწვი აქვს
ტიპური ბიკოლორია
შედარებით მშვიდი ხასიათით გამოირჩევა
ითვლება ეზოს კატად
ისტორია
ციმბირული კატის სქელი ბეწვი საგამოფენო თვალსაზრისით არ გამოუყვანიათ – მას იგი ბუნებრივად, მშობლიურ რეგიონში მკაცრი სიცივისგან დასაცავად განუვითარდა. ისინი წარმოადგენენ ჩვეულებრივი შინაური კატებისგან საუკუნეთა განმავლობაში ბუნებრივად განვითარებულ გრძელბეწვიან სახესხვაობებს, რომელთა გარეგნობაზეც გავლენა მოახდინა საცხოვრებელი გარემოს თავისებურებებმა. ამ
ექსტერიერი
აქ წარმოდგენილ კატას გაცილებით გრძელი და ფუმფულა ბეწვი აქვს, ვიდრე ტიპურ უჯიშო კატებს, რაც მის გენეალოგიაში ციმბირული კატის მონაწილეობას ადასტურებს. ზაფხულის განმავლობაში მას შესამჩნებად უმოკლდება ბეწვი და ნიკაპის ქვეშ გრძელი ბალანი სცვივა. ჩვეულებრივი, შინაური კატისთვის ტიპური შეფერილობა აქვს: თავისუფლად განაწილებული შავ-თეთრი ლაქები სხეულზე. განსაკუთრებით მიმზიდველია მისი ლამაზი მწვანე ფერის თვალები. ამ ტიპის კატებისთვის აუცილებელია რეგულარული მოვლა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ზამთრის ბეწვი სცვივათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბეწვის ლოკვის დროს ბალანს გადაყლაპავენ და კუჭში გორგლად დაუგროვდებათ, რაც მათ სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნის.