ავსტრალიაში მაისურიან დელფინს ეძებენ
ავსტრალიაში მაისურიან დელფინს ეძებენ
ავსტრალიის დღის აღნიშვნის დროს (2017 წლის 26 იანვარი) ყურეში ტანსაცმლიანი დელფინი შეამჩნიეს. ამის შესახებ მაშინვე დელფინების კვლევის ცენტრს შეატყობინეს. დასავლეთ ავსტრალიის პარკებისა და ცოცხალი ბუნების დეპარტამენტის სპეციალისტები შეტყობინებამ სერიოზულად შეაშფოთა.

ინტერნეტში განთავსებულ ფოტოებზე ნათლათ ჩანს, რომ ძუძუმწოვარს მაისური აცვია. სპეციალისტების აზრით, ვიღაცამ ეს განზრახ გააკეთა. ხულიგანს, რომელმაც ცხოველს მაისური ჩააცვა, 4 000 ავსტრალიური დოლარის ოდენობის ჯარიმა ემუქრება.

”დელფინი საკმაოდ მხიარულია, თამაშობს, მაგრამ საეჭვოა, რომ თავისით გაეხვია მაისურში”, - ამბობს პია კორტისი დეპარტამენტიდან.

ფოტოების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, დელფინს შეუძლია ცურვა, მაგრამ
თუ ნაჭერი მის სასუნთქ ორგანოს
დაფარავს, ცხოველი დაიღუპება. სპეციალისტები მოუწოდებენ საზოგადოებას, რომ შეატყობინონ ძუძუმწოვრის ადგილმდებარეობა და ნებისმიერი ინფორმაცია.

მეცნიერები ხშირად გვაფრთხილებენ, რომ ახლო კონტაქტი ადამიანებთან დელფინებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

Zooclub
102010
თუ მართლა ვიღაცამ ჩააცვა,,,მთელი ცხოვრება გალიიდან არ უნდა გაუშვან,,,
!!!!
გაუხმეს ხელები ამის გამკეთებელს!!!!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?