კატა, რომელიც 2 წელი პატრონთან ცხოვრობდა, გარეთ გააგდეს. გაინტერესებთ მიზეზი?
კატა, რომელიც 2 წელი პატრონთან ცხოვრობდა, გარეთ გააგდეს. გაინტერესებთ მიზეზი?
მოსიყვარულე ერთგული კატა, რომელიც დაბადებიდან თბილისის ერთ-ერთ უბანში ოჯახში იზრდებოდა, პატრონმა ქუჩაში ერთი ხელის მოსმით გააძევა.  მსგავს სიტუაციაში ადამიანებს მიზეზი ყოველთვის აქვთ. ამ შემთხვევაში კი ბინის გამოცვლა იყო, რაც ცხოველის ქუჩაში მიტოვებას არ ამართლებს.

კეთილი ადამიანები, რომლებსაც საცოდავი კატა მიიკედლეს, კვებავენ მას. თუმცა, ბინაში განებივრებული ბინადარი ახლა უკვე ქუჩაში შეშინებული და დათრგუნული ცხოვრობს.

Zooclub

ძუ კატა 2 წლისაა. იგი თბილი, მოსიყვარულე და მშვიდია. ოჯახი, რომელიც მას კვებავს მალე ბინას იცვლის, ამასთანავე, სახლში ცხოველები ჰყავთ, ხოლო ეს ლამაზი არსება სრულიად მარტო რჩება ქუჩაში,
სადაც არც კი იცის, როგორ განაგრძოს ცხოვრება.

მას მხოლოდ მოსიყვარულე პატრონი, პატარა კუთხე და ცოტა
საკვები სჭირდება. თუ გინდათ, რომ საუკეთესო ოთხფეხა ბინადარი შეიძინოთ და სიცოცხლე გადაარჩინოთ აიყვანეთ ეს პატარა, თბილი არსება. 

დაგვიკავშირდით: 599026161, 599020283


ტეგები
777
იქნებ ფეისბუქზეც გამოაქვეყნოთ ინფორმაცია, ცხოველების მოყვარული ჯგუფები არის და იქაც რომ გაიგონ კატას პატრონი რომ ჭირდება. უსაყვარლესი კატაა და მიკვირს აქამდე რომ არავინ გამოჩნდა პატრონი (
7447
ეს კატა მაგარი ჯიშისს კატაა. ზისტად მასეტი ზოლებიტ , ტვალებიტ,მაგრამ პერიტ ცოტატი განსხვავდება ეს უპრო ნაცრისპერია. 1500 დოლარად "ვიშვილეტ" ოჯახმა. ხოო ვიყიდეტ ამ პაში . რომ მცოდნოდა უპატრონოდ იყო ეს კატა ჩამოვიდოდო და წავიყვანდი. დიდი ხანი ვედზებდი ლამაზ ფისოსს. საბედნიეროდ პატრონი გამოუჩნდება ვინმე ხვტისნიერი. მიტუმეტესს სახლისს კატაა. მეზობლების რომ ვიყვე ასეტ გაწვრტნილ კატასს სხვასს არ გავატანდი.
777-s
ჯერ ვერ იპოვა, ისევ მეზობლის კართან დგას და იხვეწება სახლში შეუშვან
77
როგორ არის კატა, იპოვა პატრონი?
ფისო
პატარა კნუტი მწვალებელ ბავშვებს გამოვტაცეთ, ორ თვემდე გამოვკვებეთ და მერე ვიღაც შეჩვენებულმა მოგვპარა :)) იმედია კარგად უვლიან (მეზობელმა დაინახა უბით რომ მიაცუნცულებდნენ :)))
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?