როცა მისი ერთგული ძაღლის სული ცისარტყელისკენ გაფრინდა, მან ემოციური წერილი დაწერა
როცა მისი ერთგული ძაღლის სული ცისარტყელისკენ გაფრინდა, მან ემოციური წერილი დაწერა
როდესაც შინაური ბინადარი ოჯახის ახალი წევრი ხდება,  არ ვფიქრობთ, რომ მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა უფრო ხანმოკლეა, ვიდრე ჩვენი. არც იმაზე ვფიქრობთ, რომ ეს ფუმფულა არსება მალე გაიზრდება, დაბერდება და სამუდამოდ წავა ჩვენგან. განშორება ყოველთვის სევდისმომგვრელია და ყველა თავისებურად იხსენებს დაღუპულ ოთხფეხა მეგობარს. 

მყარი სულიერი კავშირი ადამიანსა და ცხოველს შორის - მსგავსი რამ ენდრიუ გოდოისა და მის ძაღლს ჯესისაც ჰქონდათ. ჯესიმ 18 ბედნიერი წელი გაატარა პატრონთან ერთად, თუმცა, შემდეგ ის სამუდამოდ დატოვა. ენდრიუ ძალიან განიცდიდა მის დაღუპვას, მან ჯესის წერილი მიუძღვნა.

შეუძლებელია, ეს ემოციური გზავნილი
ცრემლის გარეშე წაიკითხო.

"ეძღვნება უსაყვარლეს ჯესის,

როდესაც გაჩნდი ჩემს ცხოვრებაში, პატარა, სასაცილო და ფუმფულა ცხოველი
იყავი, მე გკითხე:

-შენ სამუდამოდ იცოცხლებ, ხომ ასეა?

და 18 წლის განმავლობაში ვიმეორებდი ამ კითხვას, რათა თავი დამერწმუნებინა. როგორ მტკივა გული, რომ ეს ასე არ არის.

ძალიან მინდა, კვლავ შენთან ერთად პარკში თამაში. როგორც ყოველთვის, შენი საბმელი ისევ კართან დევს. ძველებურად ვბრაზდები ცუდ ამინდზე, როდესაც ქუჩაში გასვლის საშუალება არ გვქონდა, ხოლო შემდეგ მახსენდება, რომ უკვე აღარ მყავს ის, ვისთან ერთადაც ვსეირნობდი.

Zooclub

ყოველ ჯერზე, როდესაც ორცხობილას ან სხვა ტკბილეულს მივირთმევ, თვალებით გეძებ. სევდიანი ვხდები, რადგან ვეღარასოდეს გიწილადებ შენ საყვარელ სასუსნავს.

შენ იყავი ჭკვიანი და მშვიდი. იყავი ჩემი იდეალური ძაღლი. არასოდეს დაგიღრღნია ავეჯი და გაგიფუჭებია ჩემი ფეხსაცმელი.

ძალიან გიყვარდა მეზობლის ბავშვები, ხოლო მათ შენ უყვარდი. როცა შენი ბეწვი გაჭაღარავდა, ისინი "ბებიას" გეძახდნენ - მეცინება, ამ ამბავს რომ ვიხსენებ.

ბოლო დღეებში შენ აღარ შეგეძლო მშრალი საკვების ჭამა და გინდოდა, სულ ხელში აყვანილი მეტარებინე. მენდობოდი, მე კი შენ გენდობოდი. და საბოლოოდ, შევეგუე იმ ფაქტს, რომ სამუდამოდ ვერ იცოცხლებდი.

ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ ეს წლები ერთად გავატარეთ. ვგრძნობდი, როგორ ტოვებდა შენს სხეულს სული. შენ წაიღე ჩემი სულის ნაწილიც.

და იცი რა?! დღემდე მიყვარხარ, ჩემო პატარა ჯესი! ოდესღაც ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით ცისარტყელაზე...
1998-2016".

ასევე იხილეთ:

ბავშვის წერილი: "ღმერთო, გაუფრთხილდი ჩემს ძაღლს!"

წერილი ძაღლისგან, რომელიც თქვენ გადაარჩინეთ

jesiko
ამეტირა... მე მყავდა ჯესი,უსაყვარლესი და უტბილესი პოინტერი.მარტალი მხოლოდ და მხოლოდ 1 თვე მაგრამ მაინც ხომ მყავდა...ის არ მომკვდარა იგი წამარტვეს და წაიყვანეს... ქუჩაში ერტად ვსეირნობდიტ," ჟიგულმა " გვერდზე აგვიარა გაცერდა იქიდან მამაჩემი გადმოვიდა,მიყავტ მიტხრა და ჯესის საბელი გამომარტვა... გამომშვიდობებაც ვერ მოვასწარი. ერთ წელიწადში გავიგე,რომ მისი ახალი პატრონი,თავისი ოჯახიტ ავარიაში მოხვდა ყველა მოკვდა,საბედნიეროთ ჯესი ტან არ ახლდატ... მაშინ მეგონა,რომ ისინი ღმერტმა დასაჯა...მენატრება ჩემი ჯესი
manana-sh
ვტირივარ და ჩემი საბრალო ყურშა და მაშიკო მახსენდებიან ბოროტმა ადამიანებმა როგორ მოუსწრაფეს სიცოცხლე, სიცოცხლე, რომელიც ასე ძალიან უყვარდათ. მეც მათთან მინდა....
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?