ქალი სოციალურ ქსელში თითქმის ყოველდღე ავრცელებდა ცხოველისა და პატარას
ფოტოებს, სადაც მათი ცხოვრების დეტალები იყო აღწერილი.
მას ვერ წარმოიდგენდა, რომ ძაღლი და ახალშობილი საუკეთესო მეგობრები გახდებოდნენ.
პირველი დღიდან შავი ლაბრადორი პატარა გოგონას გვერდიდან არ შორდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ შინაური ცხოველი ზოგჯერ მას საკვებს პარავდა, მათი მეგობრობა ყოველდღიურად ძლიერდებოდა.
როდესაც გოგონა 3 წლის გახდა, მეგობრებს გაუჩნდათ ტრადიცია - ყოველ კვირას ისინი
ისინი ერთად მიდიოდნენ სასეირნოდ, თამაშობდნენ, ისვენებდნენ და მეტიც, სკოლაშიც ერთად დადიოდნენ.
წლები გადიოდა, გოგონა იზრდებოდა, ხოლო ძაღლი, სამწუხაროდ, ბერდებოდა, მაგრამ მათ მეგობრობას ეს ხელს არ უშლიდა. როგორ შეიძლება არ გიყვარდეს შინაური ბინადარი, რომელიც პრინცესას ფორმას იმის გამო იცვამს, რომ თავისი საყვარელი მეგობარი გაამხიარულოს?!
ძაღლს 10 წელი შეუსრულდა. სამწუხაროდ, მას კეთილთვისებიანი სიმსივნე აღმოაჩნდა, რის გამოც ვეტერინარებმა ფეხის ამპუტაცია გაუკეთეს. გოგონას ერთი წამით არ დაუტოვებია მეგობარი.
ბავშვის მზრუნველობამ და სიყვარულმა ცხოველს რთული პერიოდი გადაატანინა. ყველა პატარა იმსახურებს, იზრდებოდეს ერთგულ ოთხფეხა მეგობართან ერთად.
ასევე იხილეთ:
როცა მისი ერთგული ძაღლის სული ცისარტყელისკენ გაფრინდა, მან ემოციური წერილი დაწერა
"ერთხელ ტყეში ცხოველმა დახმარება მთხოვა..."
ერთი ძველი ფოტოს სევდიანი ისტორია