გადავწყვიტეთ, სოციალური ქსელიდან გადმოტანილი ტექსტი მკითხველისთვის უცვლელად გაგვეზიარებინა, მინიმალური კორექციით, რადგან ეს გაცილებით ემოციური და საინტერესოა. ფოტოებიც ისტორიის გმირმა გადაიღო და ისინიც ყოველგვარი მონტაჟის გარეშე წარმოვადგინეთ.
"გასულ
ის ძალიან ხმაურიანია (გაბოროტებული)! ჩემი აზრით, ტაბირებული ან ბენგალური ჯიშია, შესაძლოა, მეინ კუნი, რადგან ჩვეულებრივ, კატაზე მოზრდილი და ფუმფულაა. ეს ფოტოები წინა საღამოს გადავიღე, სინათლეზე თითქოს ყავისფერი ჩანს, მაგრამ მისი ბეწვი ნაცრისფერში გადადის.
კატა ძალიან მშიერი იყო. გთხოვთ, თუ ჩემს წერილს პატრონი კითხულობს, დამიკავშირდით, რაც შეიძლება სწრაფად, არ შემიძლია ცხოველის სახლში გაჩერება, რადგან ძალიან აგრესიული და გიჟია.
მიუხედავად იმისა, რომ თითქმის დარწმუნებული ვარ, ის სახლიდან გაიქცა, თუ არავინ დამიკავშირდება, მომიწევს მისი თავშესაფარში ჩაბარება. კვირას საღამოს თავშესაფარში წავიყვან. დღეს დილით ლამის თითები დავკარგე, რადგან კატა უხეშად მლოკავდა. მთელი დილის განმავლობაში ყვიროდა და არ გაჩერებულა. ახლა ის მხოლოდ ღრენის მაგვარ ხმას გამოსცემს. გთხოვთ, გამომიგზავნეთ შეტყობინება ან ელექტრონული წერილი".
რამდენიმე საათის შედეგ დიასახლისმა სოციალურ ქსელში სტატუსი განაახლა შემდეგი ტექსტით:
"მადლობა, ვინც მითხრა, რომ სინამდვილეში ეს გარეული ფოცხვერი ყოფილა. აღარ მიკვირს, თუ რატომ იქცეოდა აგრესიულად. ფაქტობრივად, მე ის ტყიდან მოვიტაცე!!! ამერიკელი არ ვარ და ფოცხვერის შესახებ არასოდეს გამიგია, რადგან ვფიქრობდი, რომ ყველა გარეული კატა გაცილებით დიდია, ვიდრე ჩემ მიერ გადარჩენილი! ვერ ვიჯერებ, რომ ის საკუთარი ხელით სახლში მოვიყვანე, რის შედეგადაც გაბრაზდა და მთელს სახლში კვალი დატოვა.
ყოველი შემთხვევისთვის, ბედნიერი ვარ, რომ კარგადაა და დაკარგული შინაური კატა არ აღმოჩნდა. ის უკვე ტყეში გავუშვი, საიდანაც მოვიდა. არ დაშავებულა, ასე რომ არ ინერვიულოთ. მეც კარგად ვარ, არანაირი ნაკაწრი და ნაკბენი!
და კიდევ, თუ თქვენც მათ რიცხვს მიეკუთვნებით, ვინც დამცინოდა და უხეშ შეტყობინებებს მიგზავნიდა, იმის გამო, რომ ფოცხვერი კატა მეგონა, როცა ის დაბრუნდება, თქვენთან გამოვუშვებ."
მამაცმა დიასახლისმა, კარგი იუმორის გრძნობით, ფოცხვერი აიყვანა, სახლში დატოვა, მოუარა, გამოკვება, ფოტოები გადაუღო. მას მხოლოდ ის აწუხებდა, რომ მტაცებელი მაღალ ხმაზე ყვიროდა და მოსაფერებლად არ იკარებდა - წარმოიდგინეთ, როგორი ხასიათი უნდა ქონდეს!? - წერს სტატიის ავტორი.
ასევე იხილეთ:
"ხმა გავიგე, ხოლო შემდეგ ჭერიდან რაღაც ჩამოვარდა..." - მამაკაცის სახლში უიშვიათესი ცხოველის ოჯახი დასახლდა
ოჯახი რამდენიმე საათი ეძებდა თავის დაკარგულ ძაღლს, რომელიც უჩვეულო კომპანიონებთან ერთად სახლიდან გაიქცა
"ვიღაც რეკავდა 911-ში და ხმას არ იღებდა", პოლიციამ დამნაშავეები 16 ზარის შემდეგ გამოავლინა