ტყვეობაში მყოფმა ფოცხვერმა 13 წლის შემდეგ პირველად ნახა ბუნება (+ვიდეო)
ტყვეობაში მყოფმა ფოცხვერმა 13 წლის შემდეგ პირველად ნახა ბუნება (+ვიდეო)
ზრდასრული კანადური ფოცხვერი დაახლოებით 10 კგ-ს იწონის. ოდესღაც ეს ცხოველები თავისუფლად გადაადგილდებოდნენ ალასკის ტერიტორიაზე.

მე-19-20 საუკუნეებში განადგურდა უამრავი ტყე, სადაც ფოცხვერები ბინადრობდნენ, ასევე ადამიანები მოიხმარდნენ მათ ბეწვს, რის შედეგადაც ეს სახეობა გადაშენების პირას აღმოჩნდა, ამიტომ შეყვანილია წითელ წიგნში.

ლეო კანადური ფოცხვერია, რომელიც ოჯახმა მოიშინაურა, როგორც შინაური ბინადარი. საცოდავ ფოცხვერს დააჭრეს ბრჭყალები და 13 წლის განმავლობაში ჰყავდათ გამოკეტილი დახურულ შენობაში. მას ველური ბუნება არასოდეს ენახა, თუმცა, ლეო ყოველთვის ცდილობდა გაქცევას. ალბათ ხვდებოდა, რომ თათებით თოვლი უნდა გაეკვალა, ხოლო მისი ბეწვი სუსხიან
ქარს აეშალა.

გარეული ცხოველი იმით განსხვავდება შინაური ბინადრისგან, რომ მისი მოთვინიერება სახლის პირობებში პრაქტიკულად შეუძლებელია.

როცა ლეოს პატრონები ერთმანეთს დაშორდნენ, მამაკაცმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო და ის ჩააბარა გარეული კატების სპეციალურად შექმნილ თავშესაფარში.

გარეული კატების ნაკრძალი/თავშესაფარი არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც მდებარეობს მინესოტაში. ისინი ეხმარებიან ლეოს მსგავს გარეულ ცხოველებს, რათა ველურ ბუნებაში კვლავ დაიმკვიდრონ თავი და გადარჩნენ. თავშესაფარში გარეულ კატებს აძლევენ შანსს იცხოვრონ თავისუფლად, რაც აქამდე არასოდეს განუცდიათ.

იხილეთ ვიდეო, ლეოს პირველი შეხვედრა ბუნებასთან.

ასევე იხილეთ:

ცირკის ლომმა 13 წლის შემდეგ პირველად ნახა ბუნება, მისი რეაქცია საოცარია

17-წლიანი მონობის შემდეგ, ორი დათვი ცირკიდან ველურ ბუნებას დაუბრუნდა

ეს ბულტერიერი 7 წელი ცხოვრობდა გალიაში. მან საწოლში პირველად დაიძინა...


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?