"ჩვენი დაკვირვების შედეგად, აუტიზმით დაავადებული ბავშვები, რომლებიც იზრდებიან ცხოველებთან ერთად, უფრო გახსნილები არიან ადამიანებთან ურთიერთობისას, ისინი ნაკლებად იკეტებიან თავის თავში და გარემოს შედარებით იოლად ეგუებიან, ვიდრე ის ბავშვები, რომლებსაც სახლში შინაური ბინადარი არ ჰყავთ."- ამბობს მისურის უნივერსიტეტის მკვლევარი გრეთჰენ კარლსი.
ცხოველის გარემოცვაში მყოფი სრულფასოვანი ბავშვი მეტად აქტიური და თავდაჯერებულია სხვა ბავშვებთან ურთიერთობისას. ეს ეფექტი აისახება აუტიზმის მქონე ბავშვებშიც.
მკვლევრები აკვირდებოდნენ 70 ოჯახს, სადაც ცხოვრობდნენ 8-დან 18 წლამდე აუტისტი ბავშვები. თითქმის 70%-ს ოჯახებისას, რომლებიც კვლევაში მონაწილეობდნენ, ყავდათ შინაური ბინადრები. ოჯახების უმეტესობაში ბინადრობდნენ კატები და ძაღლები, ხოლო დანარჩენებში - თევზები, კურდღლები, რეპტილიები, ფრინველები და მეტიც, ერთ- ერთ ოჯახში ობობაც კი ცხოვრობდა.
ასევე იხილეთ:
ძაღლებს სიტყვიერ შექებაზე მეტად მოფერება ურჩევნიათ
მოვეფეროთ, თუ არა კატას
ცხოველები ადამიანებს მარტოობისა და შფოთვის დროს ეხმარებიან