მიიჩნეოდა, რომ ძაღლი და კატა, რომლებსაც პატრონთან ერთად სძინავთ, ადამიანის სრულყოფილ ძილზე უარყოფითად მოქმედებენ. ძაღლის ხვრინვამ და მოძრაობამ შესაძლოა პატრონს ძილი დაუფთხოს და რამდენად ხშირადაც ეღვიძება მას, იმდენად ცუდად გრძნობს თავს დღის განმავლობაში, ეს ერთ-ერთი მიზეზია, რაც იწვევს ჯანმრთელობის მდგომარების გაუარესებას.
ამერიკელმა სპეციალისტებმა გამოიკვლიეს150 მოხალისე, რომლებიც დარეგისტრირებულები იყვნენ ძილის დარღვევის ცენტრში. ამ
მკვლევარებმა დაწვრილებით გამოკითხეს ყოველი მათგანი - რამდენად ხშირად არღვევდა ცხოველი მათ ძილს. 15 პაციენტი თავის შინაურ ბინადარს ადანაშაულებდა, რადგან ისინი ღამით მოძრაობდნენ და მათ ძილს უფრთხობდნენ, ხოლო 31 კვლევის ობიექტი სრულად დარწმუნებული იყო, რომ მათ ცხოველთან ერთად უფრო მშვიდად ეძინათ. კატები და ძაღლები დამატებით კომფორტს ქმნიან, როდესაც მარტოხელა ადამიანებს კოპანიონობას უწევენ. მეტიც, ისინი შესაძლოა გამათბობლის როლშიც იყვნენ, როცა ფანჯრებს გარეთ ტემპერატურა მინუსებში გადადის.
ასევე იხილეთ:
ძაღლები და კატები გრძნობენ უარყოფით ადამიანებს
მარტოობა... ისინი უჩვენოდ თავს ცუდად გრძნობენ
შინაური ცხოველები, ადამიანი და ჯანმრთელობა