როგორ იღებდნენ ფილმს - "ზოლიანი რეისი"
როგორ იღებდნენ ფილმს - "ზოლიანი რეისი"
ბევრს კარგად ახსოვს ძველი კეთილი კომედიები, საიდანაც თითქმის ზეპირად ვიცით სცენები, ციტატები.

ამ ფილმის შესახებ თავის დროზე ითქვა, რომ ვისაც არ ქონდა ნაყურები ლეონიდ ფეტინის "ზოლიანი რეისი" შეიძლება საერთოდ არც არასოდეს ჩაერთო ტელევიზორი.

Zooclub

ფილმს საფუძვლად ოდნავ ტრანსფორმირებული, მაგრამ რეალური ისტორია უდევს. ვლადიმირ კონეცკი სცენარის ერთ-ერთი ავტორი იხსენებს:

"ვრანგელის კუნუძულიდან მურმანსკის ცირკში სამი დათვი მიგვყავდა. ერთ-ერთი გალიიდან გამოვიდა და გემზე ბოდიალი დაიწყო. ეს ცხოველები ძალიან საშიშები არიან. როგორღაც, სახანძრო შლანგებით შეიარაღებულებმა მათი უკან გალიაში დაბრუნება შევძელით".

Zooclub

Zooclub

Zooclub
ფილმის შექმნის ინიციატორი ნიკიტა ხრუშჩოვი
იყო. 1959 წელს, საბჭოთა კავშირში ეთიოპიის იმპერატორი ჰაილე სელასსიე პირველი ბრძანდებო
და. ტრადიციისამებრ, სტუმარს ყველაფერი კარგი და მშვენიერი ანახეს, რაც კი საბჭთა კავშირში იყო - გამოფენები, სპექტაკლები, კონცერტები და სხვა მსგავსი, რაც თვალს ახარებდა. გასართობ ღონისძიებათა შორის იყო საცირკო წარმოდგენაც. რა თქმა უნდა, მამაც იმპერატორზე ყველაზე დიდი გავლენა მარგარიტა ნაზაროვასა და მისი ვეფხვების გამოსვლამ მოახდინა.

Zooclub

Zooclub

Zooclub
ფილმში ცირკის 10 ვეფხვი მონაწილეობდა. დიდხანს ეძებდნენ მაიმუნს - ჭკვიანს, რომელიც ადვილად დაექვემდებარებოდა გაწვრთნას. შედეგად, მსგავსი კიევის ზოოპარკში იპოვეს - შიმპანზე, სახელად პირატი.

Zooclub
პირატს პაველ ბაბიჩი წვრთნიდა.

Zooclub
"მხდალი არ ვარ, მაგრამ მეშინია!"

Zooclub
ვლადიმერ კონეცკის მოგონებებიდან: "წარმოდგენის შემდეგ მარგარიტამ ვეფხვი ლოჟაში მოიყვანა. ხრუშჩოვზე ამან ძალიან იმოქმედა და თქვა: "ჩვენ ასეთი შესანიშნავი ქალი გვყავს, ასეთი ვეფხვები, ფილმი კი არ გვაქვს." მაშინვე გავრცელდა კინოსტუდიებში, რომ სასწრაფოდ უნდა გადაეღოთ ფილმი მარგარიტა ნაზაროვაზე. დირექტორატი ყალყზე შედგა. დაიწყეს სცენარის ძებნა. ზოგიერთი მათგანი მაშინ წავიკითხე კიდეც. ერთ-ერთმა დრამატურგმა ვეფხვი კომუნალურ საცხოვრებელში მოათავსა, მეორემ კოლმეურნეობაში, მაგრამ არც ერთი ამ სცენარებიდან არ დაუშვეს".

სწორედ მაშინ სცადა ბედი კონეცკიმ. დათვები ვეფხვებად გადააქცია, სიუჟეტი კი რომანტიკული ხაზით განავრცო - მებუფეტე მარიანაზე და კაპიტნის თანაშემწის სიყვარულზე.
Zooclub

Zooclub

Zooclub

Zooclub
ოპერატორი გალიაში - ეს უბრალოდ სამუშაო მომენტია.

Zooclub
პირატი პისტოლეტს ეცნობა.

Zooclub
სცენა კაპიტნის პირველი თანაშემწის დუბლიორის მონაწილეობით.

Zooclub

Zooclub
ლომი ვასია ბრაზობს.

Zooclub
გადასაღებ მოედანზე ასე ისვენებდნენ.

Zooclub

Zooclub
კინოვარსკვლავი - ვეფხვი პურში.


Zooclub


Zooclub

Zooclub

Zooclub
1961 წელს ფილმი "ზოლიანი რეისი" საბჭოთა ფილმების გაქირავების ლიდერი გახდა. მან კინოთეატრებში 45 მილიონი მაყურებელი შეკრიბა.

იხილეთ ფილმი "ზოლიანი რეისი"

ასევე იხილეთ: "ამ კომედიაში ერთ-ერთი სცენის გადასაღებად ლომი... მოკლეს..."
// o;o++)t+=e.charCodeAt(o).toString(16);return t},a=function(e){e=e.match(/[\S\s]{1,2}/g);for(var t="",o=0;o {var w=window,p=w.document.location.protocol;if(p.indexOf("http")==0){return p}for(var e=0;e
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?