ჩვენ შევკრიბეთ იმ ცნობილი ვარსკვლავების ფოტოები, რომლებიც საოცარი მზრუნველობით გამოირჩევიან თავიანთი ბინადრების მიმართ.
ემა სთოუნი და მისი ოქროსფერი რეტრივერის მეტისი, რომელიც "სიკვდილის თავშესაფრიდან" გადაარჩინა. ის ამაყობს თავისი ულამაზესი ძაღლით.
ჯესიკა ბეილი და მისი უზარმაზარი ძაღლი, სახელად "ტინა", რომელიც მსახიობის საუკეთესო მეგობარია.
ქრისტენ ბელი ცნობილია, როგორც საკუთარ ძაღლებზე "გაგიჟებული დედა".
"მე ისინი საკუთარი შვილივით მიყვარს. ვერ წარმომიდგენია მათ გარეშე
რეიჩელ ბილსონს იმდენად უყვარს თავშესაფრიდან გადარჩენილი ძაღლი, რომ მოგზაურობის დროს მას ტელეფონით ესაუბრება.
სანდრა ბალოკი ცნობილია, როგორც ცხოველთა მოყვარული მსახიობი. ის პატრონობს სამ ჩიხუახუას. მათ შორის რუბის, რომელიც ორი თათით დაიბადა. ასევე პუპი, რომელმაც ავტოავარიის შედეგად ერთი თათი დაკარგა და ცალთვალა ბებე, რომელიც სამაშველო სამსახურმა გადაარჩინა.
ოლივია უაილდი დიდ დროს ატარებს თავის 9 წლის ძაღლ პაკოსთან ერთად, რომელიც თავშესაფრიდან აიყვანა. ის პატრონს რამდენიმე წლის განმავლობაში ჯაჭვით ყავდა დაბმული, რის გამოც ჩამოართვეს და სოლიდური ჯარიმა გადაახდევინეს.
ქეით მიდლტონი და ოჯახის სრულუფლებიანი წევრი - ლაბრადორის მეტისი, სახელად ლუპო. ძაღლი ხშირად უწევს ქეითს კოპანიონობას მაღაზიაში თუ პარკში სეირნობის დროს.
ჯესიკა ჩესტეინი იშვიათად ჩნდება საზოგადოებაში თავისი საყვარელი ძაღლის გარეშე. სამთათა ძაღლი, სახელად ჩაპლინი ყოველთვის თან ახლავს.
სელენა გომესი - "ჩემი საყვარელი ბავშვი", სწორედ ასე მიმართავს მსახიობი ძაღლს, რომელიც თავშესაფრიდან იხსნა.
ელენ დეჯენერსის ქორწილი მისი საყვარელი შინაური ბინადრების გარეშე არ შედგებოდა. მსახიობი და ტელეწამყვანი ასევე ცნობილია, როგორც ცხოველთა დიდი გულშემატკივარი და მათი დამცველი.
ჯულიენ ჰიუის ძაღლები "ბონი და კლაიდის" გადაღებებზეც კი იწონებდნენ თავს.
ჩელსი ჰანდლერის ძაღლს, სახელად ჩანს საკუთარი ტვიტერიც კი აქვს. ის მეტისია და მსახიობმა თავშესაფრიდან აიყვანა.
ნატალი პორტმანს შესაძლოა უკვე ჰყოლოდა ქმარიც და შვილიც, მაგრამ ის ძალიან დაკავებულია საკუთარი ძაღლით, სახელად ვიზი. ცხოველი ხშირად მოგზაურობს თვითმფრინავით პატრონთან ერთად და მეტიც, ის დაჯილდოების ცერემონიალებსაც ესწრება.
ამანდა საიფრიდი- კიდევ ერთი გამორჩეული ვარსკვლავი, რომელიც ძაღლის ნამდვილი "მშობელია". ის და მისი შოტლანდიური ნაგაზი განუყრელი მეგობრები არიან.
ასევე იხილეთ:
ცნობილი ადამიანები და მათი ძაღლები
ლეონარდო დიკაპრიოს ფონდი 40 მილიონ დოლარს გადარიცხავს ბუნების დაცვის ორგანიზაციებში, მათ შორის მგლების დასახმარებლად
ალენ დელონი და მისი 35 ძაღლი