სურვილი გაქვთ, გამოსცადოთ საკუთარ თავი ექსტრემალურ სიტუაციაში? ამის შესაძლებლობა ყველას აქვს, ვინც ტაილანდს ესტუმრება.
ნიანგების პატრონმა სპეციალურად ტურისტებისთვის შექმნა ტივი, რომელიც დაცულია რკინის ბარიერითა და მავთულებით. ის 3 წელია, ამ ბიზნესითაა დაკავებული.
კერძოდ, ტურისტები თანხის სანაცვლოდ, შეჰყავთ წყლის სიღრმეში, სადაც ათობით მშიერი ნიანგი მათ მიმართ აგრესიას გამოხატავს.
ამ ფოტოების ტვიტერზე გავრცელების შემდეგ, უცნაური ატრაქციონით ადგილობრივი ხელისუფლება დაინტერესდა.
"ეს ატრაქციონი იმდენად
ფერმის მეპატრონე აცხადებს, რომ მისი ბიზნესი სრულიად უსაფრთხოა:
" ტივზე 15 ადამიანზე მეტს არ ვუშვებთ. პრობლემა არასოდეს გვქონია, სტუმრები კმაყოფილები არიან. ტურისტების უსაფრთხოებაზე მაქსიმალურად ვზრუნავთ."
სოციალურ ქსელში ცხოველების არასათანადო მოპყრობის ფაქტზეც დაიწერა კომენტარები. ცხოველთა დამცველებმა ადგილობრივ ხელისუფლებას თხოვნით მიმართეს, ტყვეობაში მყოფი ნიანგების ბედით დაინტერესებულიყვნენ.
ასევე იხილეთ:
ადამიანები მხოლოდ რამდენიმე დღე იწონებენ თავს ამ ნივთით, თუმცა, შემდეგ ცხოველი კვდება
საშინელი ატრაქციონი - იაპონიაში საციგურაო მოედანზე ათასობით თევზი გაყინეს