ერთნი ამბობენ, რომ კომპანია "Duroc Cambodia"-ი ძალიან დიდი რაოდენობით ჰორმონს იყენებს და მასში სტეროიდებს ურევს, რათა ღორები დაკუნთულ მონსტრებად აქციოს. სხვები ირწმუნებიან, რომ კომპანია მეცხოველეობის გარდა დაკავებულია ადამიანებისთვის ხელოვნური განაყოფიერებისთვის საჭირო საშუალებების რეალიზაციით, ამიტომაც ცხოველების გენმოდიფიცირება უფრო სარწმუნოა...
ღორის ახალი ჯიშის ფოტო-ვიდეო მასალა კომპანიის გვერდზე გასული
"ღორები გამოიყურებიან ისე, თითქოს მთელ დღეს სპორტდარბაზში ატარებენ", - ამბობს სტატიის ავტორი.
როდესაც ფერმის ცხოველების ფოტო-ვიდეო მასალა ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, კომპანიის მისამართით არაერთი ბრალდება გაისმა, მათ შორის:
"ეს საშინელებაა!"
"ამის ხილვის შემდეგ გული დამძიმებული მაქვს. დავიჯერო, ადამიანებისთვის სულერთია, თუ როგორ სასტიკად ექცევიან ცხოველებს?!"
"ამ საცოდავ გოჭებს თავის დაჭერა და მოძრაობაც კი უჭირთ. ეს ამაზრზენია!"
როდესაც ახალი ვიდეო ან ფოტო ჩნდება, არაერთი მსგავსი კომენტარი იწერება კომპანიის Facebook-ის გვერდზე.
ასევე იხილეთ:
ტაილანდში ტურისტებს "მშიერი ნიანგების" ატრაქციონზე სტუმრობას სთავაზობენ
ადამიანები მხოლოდ რამდენიმე დღე იწონებენ თავს ამ ნივთით, თუმცა, შემდეგ ცხოველი კვდება
ძროხა მუცელზე ხვრელით. რისთვის აკეთებენ ფერმერები ამას?