ადამიანებმა მგელს, ცოცხალი ვირი მიუყვანეს "სადილად", თუმცა...
ადამიანებმა მგელს, ცოცხალი ვირი მიუყვანეს "სადილად", თუმცა...
ალბანეთის ჩრდილოეთით პატარა ქალაქ პატოკში დაიჭირეს მგელი და დაამწყვდიეს გალიაში. გარეული ცხოველი მშიერი რომ  არ ყოფილიყო, ხალხმა გადაწყვიტა საკვებად ხნიერი ვირი მიეყვანათ, რომელიც ძალიან დიდ ხანს ემსახურებოდა თავის პატრონს, თუმცა როდესაც დაბერდა და აღარ შეეძლო ტვირთის ზიდვა, პატრონისთვის ის "უვარგის ნივთად" იქცა.

როდესაც  ცხოველი შეიყვანეს მგლის გალიაში, ვირმა მხეცს თვალებში შეხედა, მგელიც თვალს არ აშორებდა მას. ვერავის შეუძლია თქვას რა უხილავი კავშირი მოხდა მათ შორის, თუმცა ფაქტია, რომ გარეულმა ცხოველმა ვირი დაინდო და არ შეჭამა.

Zooclub

რამდენიმე საათის შემდეგ, როდესაც გალიაში
შეიხედეს, ვირი და მგელი, ერთმანეთის სიახლოვეს მშვიდად იდგნენ.
ჩვენთვის ეს წარმოუდგენელი
რამ არის. ვერასოდეს გავიგებთ რა მოხდა ამ სრულიად განსვავებულ ცხოველებს შორის.

ფაქტია, რომ მშიერმა მგელმა დაინდო ვირი, მაგრამ ადამიანმა რომელსაც მთელი სიცოცხლე ემსახურებოდა ეს საცოდავი ცხოველი, გარეულ ცხოველს "მიართვა" სადილად.

დედამიწაზე არცერთ ცხოველს არ შეუძლია ისეთი სისასტიკის და დაუნდობლობის ჩადენა, რასაც ადამიანების უმრავლესობა სჩადის. 

ასევე იხილეთ:

ერთგული ძაღლი პატრონის საფლავთან 15 დღე იწვა

ცნობილი ძაღლების სახელგანთქმული ძეგლები

ბრმა და ყრუ ტაქსამ პატრონები გადაარჩინა

ell
ვიტირე
datiko48
სა,წუხაროდ ადამიანებში იკარგება კეთილი სული და უფრო ბოროტების გზით სიარულით დადიან ვიდრე ცხოველები,მშიერი ადამიანი არავის დაინდობს[თვითმფრინავის კატასტროფა არგენტინაში,გადარჩენილების მიერ თავიანთ დაღუპული მეგობრების კანიბალიზმი],ხოლო ამ და მრავალ სხვა შემთხვევაში ცხოველებში უფრო მაღლა დგას სიკეთის და დანდობის სული!!!
mec kaxeli var
ეხლაც არა გჯერათ რო კახელები ვოლკები ვართ?
GRISHO
ალბანელები არიან ღორები..
მედასხვა
ასეთი ვინც ასე იმეტებს ცხოველს ,რომელიც მთელი ცხოვრება ემსახურებოდა,მოდით და ადამიანად ნუღარ ჩვათვლით,მასეთს უკვე ადამიანური გრძნობები აღარ გააჩნია.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?