საზოგადოების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2016 წლის 4 მაისს „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოებაში“ შევიდა შეტყობინება თბილისში, ნუცუბიძის ფერდობის #2 მიკრორაიონში მიკედლებული ძაღლის დახმარების თხოვნით, რომელიც ხსენებულ ტერიტორიაზე ტრავმირებული და დასისხლიანებული დაბრუნდა.
GSPSA-ს სამაშველო ჯგუფი ადგილზე რამდენიმე წუთში მივიდა. როგორც აღმოჩნდა, ძაღლს დაზიანებული ჰქონდა წინა კიდურები, მარცხენა ფეხიდან მოსდიოდა სისხლი და იყო შეშუპებული. შესაბამისად, ცხოველი სასწრაფოდ გადაყვანილი იქნა ვეტერინარულ კლინიკა „აიბო“-ში, სადაც მას
ორგანიზაციის ცნობით, ძაღლს ჰყავს მიმკედლებელი (ყურსამაგრი N 01743), არის სტერილიზირებული და ვაქცინირებული, ხასიათი აქვს თვინიერი და მხიარული, არის დაახლოებით 1,5 წლის. დაჭრილი ყურები მიგვანიშნებენ, რომ ის ლეკვობიდან გამოგდებულია ოჯახიდან. გამორიცხულია ამ ძაღლის მიერ რაიმე აგრესიული ქმედება. შესაბამისად, ის პირი, ვინც ჩაიდინა დანაშაული, არის საზოგადოებისათვის საშიში და არ არის გამორიცხული, რომ მან ცეცხლსასროლი იარაღით კვლავ ჩაიდინოს სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, - აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
GSPSA თავმჯდომარის მიერ მოხდა საპატრულო პოლიციის და ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს გამოძახება. ადგილზე იყვნენ ასევე რაიონის პოლიციის გამომძიებლები. GSPSA თავმჯდომარემ პოლიციის საგამოძიებო სამსახურს ოფიციალურად მიაწოდა რენტგენის ელექტრონული მასალა.
GSPSA თავმჯდომარემ სამართალდამცავი ორგანოებისგან მოითხოვა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის აღძვრა და დამნაშავის დადგენა და დაკავება.
ძაღლი გადაყვანილია „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების“ ცხოველთა თავშესაფარში, რომელზედაც განხორციელდება ვეტერინარული მომსახურება. სარეაბილიტაციო პერიოდისა და დამნაშავის დაკავების შემდეგ ის დაბრუნდება მიკედლების ადგილზე.
"GSPSA მაქსიმალურად შეეცდება, რომ ეს ფაქტი სამართალდამცავმა ორგანოებმა გამოიძიონ და დამნაშავე დაადგინონ", - აღნიშნულია საზოგადოების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თეო ბითაძე.
იხილეთ ფოტოგალერეა