თბილისში მიკედლებულ ძაღლს ცეცხლსასროლი იარაღით დაზიანებები მიაყენეს (+ფოტო)
თბილისში მიკედლებულ ძაღლს ცეცხლსასროლი იარაღით დაზიანებები მიაყენეს (+ფოტო)
"თბილისში მიკედლებულ ძაღლს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს",- ამ ინფორმაციას “საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება” (GSPSA) ავრცელებს.

საზოგადოების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2016 წლის 4 მაისს „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოებაში“ შევიდა შეტყობინება თბილისში, ნუცუბიძის ფერდობის #2 მიკრორაიონში მიკედლებული ძაღლის დახმარების თხოვნით, რომელიც ხსენებულ ტერიტორიაზე ტრავმირებული და დასისხლიანებული დაბრუნდა.

GSPSA-ს სამაშველო ჯგუფი ადგილზე რამდენიმე წუთში მივიდა. როგორც აღმოჩნდა, ძაღლს დაზიანებული ჰქონდა წინა კიდურები, მარცხენა ფეხიდან მოსდიოდა სისხლი და იყო შეშუპებული. შესაბამისად, ცხოველი სასწრაფოდ გადაყვანილი იქნა ვეტერინარულ კლინიკა „აიბო“-ში, სადაც მას
გადაუღეს რენტგენი. აღმოჩნდა, რომ ძაღლს ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული დაზიანებები, კერძოდ საფანტის ტყვიების დიდი რაოდენობა
მოხვედრილი აქვს წინა კიდურებსა და გულ-მკერდის არეში. GSPSA თავმჯდომარისა და ვეტერინარების ვარაუდით, ძაღლს ესროლეს ამავე დღეს, დაახლოებით 11:00 საათზე და ეს ქმედება ახლო მანძილიდან განხორციელდა.

ორგანიზაციის ცნობით, ძაღლს ჰყავს მიმკედლებელი (ყურსამაგრი N 01743), არის სტერილიზირებული და ვაქცინირებული, ხასიათი აქვს თვინიერი და მხიარული, არის დაახლოებით 1,5 წლის. დაჭრილი ყურები მიგვანიშნებენ, რომ ის ლეკვობიდან გამოგდებულია ოჯახიდან. გამორიცხულია ამ ძაღლის მიერ რაიმე აგრესიული ქმედება. შესაბამისად, ის პირი, ვინც ჩაიდინა დანაშაული, არის საზოგადოებისათვის საშიში და არ არის გამორიცხული, რომ მან ცეცხლსასროლი იარაღით კვლავ ჩაიდინოს სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, - აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

GSPSA თავმჯდომარის მიერ მოხდა საპატრულო პოლიციის და ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს გამოძახება. ადგილზე იყვნენ ასევე რაიონის პოლიციის გამომძიებლები. GSPSA თავმჯდომარემ პოლიციის საგამოძიებო სამსახურს ოფიციალურად მიაწოდა რენტგენის ელექტრონული მასალა.

GSPSA თავმჯდომარემ სამართალდამცავი ორგანოებისგან მოითხოვა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის აღძვრა და დამნაშავის დადგენა და დაკავება.

ძაღლი გადაყვანილია „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების“ ცხოველთა თავშესაფარში, რომელზედაც განხორციელდება ვეტერინარული მომსახურება. სარეაბილიტაციო პერიოდისა და დამნაშავის დაკავების შემდეგ ის დაბრუნდება მიკედლების ადგილზე.

"GSPSA მაქსიმალურად შეეცდება, რომ ეს ფაქტი სამართალდამცავმა ორგანოებმა გამოიძიონ და დამნაშავე დაადგინონ", - აღნიშნულია საზოგადოების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


თეო ბითაძე.


იხილეთ ფოტოგალერეა
გალერეა
fiso-gori-s
შეეშვით თავის მართლებას, თუ ვინმემ სწორი ფორმით კითხვა არ იცის, ეს არაა თქვენი პრობლემა! მთავარი ის არის რომ თქვენ ცხოველები მართლა გულით გიყვართ თქვენი კომენტარიდან გამომდინარე!
fiso-gori
რატომ მლანძღავთ? რა დავწერე ცუდი, ბოლომდე წაიკითხეთ ჩემი კომენტარი? თავიდან ციტატა დავწერე ერთ-ერთი ძაღლთმოძულეს მიერ დაწერელი, შემდეგ რა დავწერე წაიკითხეთ? მაინც ვერ გავიგე რა დავწერე ცუდი? მე ვწერ რომ დიანას და მისნაირების მსგავსიკეთილი ადამიანები ადამიანები ბევრნი რომ იყვნენ უპატრონო ძაღლები აღარ იარსებებდნენ! არის რამე ამაში ცუდი? მე თითოეული უპატრონო ძაღლი მირჩევნია ბევრ ვითომ სახით ადამიანს!
alfa
თოფი გაუკეთეთ ტაკოში
დიანა
აი ვინც იძახის რომ ეზოს ძაღლები სახლში უნდა ავიყვანოთ და გარეთ ალიკაპით უნდა ვატაროთ,ეზოში ძაღლი არ უნდა იყოსო,არაადამიანები ხართ,თქვენ თვითონ ატარეთ ალიკაპები რომ ეგ ტლიკინა ენები გააჩეროთ! მეზიზღებით ნაგვებო და ჩლუნგებო,უნდა გაგინოთ ადამიანმა,გაგიმართლათ რომ გოგო ვარ.მათ სუნთქვა ისედაც უჭირთ,რატო უნდა იარონ ალიკაპიით?აა რადგან თქვენ გეშინიათ?იცი რაა მე თქვენნაირების მეშინია,ატარეთ ალიკაპი,გამოემწყვდიეთ თავსესაფარში,მე სულ არ მკიდიხართ?ამ ძაღლს რას ერჩით?გეუბნებით ჩემი ეზოს ძაღლია თქო,არავისთვის არ შეუღრენია,მხოლოდ მანქანას თუ გაეკიდებოდა,ასე ყველა ძაღლი აკეთებს,ყველას უყვარს ბობიკა და ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა მის მოსაკითხად.ხოდა ჩაიგდეთ ეგ 7 მეტრიანი ენები და რაც არ იცით ნუ ლაპარაკობთ.ადამიანზე ცუდი არცერთი ცხოველის სახეობას არ ჩაუდენია.ნაგავზე ჩივიით?და ადამიანმა რა გააკეთეს?აბა წადით,გაიხედ-გამოიხედეთ,შეხედეთ სამყაროს...და დაინახავთ ადამიანმა რაც გააკეთა,განადგურებულია ყველაფერი,ცხოველები გადაშენდნენ,უმეტესობა გადაშენების პირასაა,მცენარეების უმეტესობა აღარაა ამ ქვეყანაზე და თქვენ უჩივით ძაღლებს და ცხოველებს,იქით უნდა გიჩივლონ,ლაპარაკი რომ შეეძლოთ ალბათ...ზუსტად თქვენნაირები უნდა გადაშენდნენ!ღმერთმა მხოლოდ ჩვენ კიარ შეგვქმნა და ჩვენი კიარაა დედამიწა,არამედ ყველა ცოცხალი არსების და ყველას ერთნაირი უფლებები აქვთ,თქვენ კი ეს არ მოგწონთ,უფრო მეტს ითხოვთ.დაიწყნარეთ თავები და შეირგეთ ცხოვრება,და ისე წადით ამ ქვეყნიდან რომ ერთი სიკეთე მაინც გააკეთოთ და კარგი სახელით მოგიხსენიონ!
evropidan
zagli satamasho ar aris,tu ginda iyolio,mashin unda mouaro kidec da ara ise, ro mogbezrdeba da or tveshi garet gaagdeb. garet ro gaiyvan, ketili unda inebo da misi eqskrementebic akrifo asea im qveynebshi,sadac shegneba da kultura aqvt.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?