ვეფხვი რამდენიმე საათში მეტყევეებმა აღმოაჩინეს. ის მოკლული ადამიანის სხეულს გლეჯდა.....
ვეფხვი რამდენიმე საათში მეტყევეებმა აღმოაჩინეს. ის მოკლული ადამიანის სხეულს გლეჯდა.....
"ინდოეთში დაიჭირეს ვეფხვი, რომელმაც 6 ადამიანი მოკლა", - იტყობინება გამომცემლობა Metro.

მისივე ინფორმაციით, მტაცებელი დაახლოებით 4 თვის წინ პილიბხიტის ნაკრძალიდან გაიქცა. მას შემდეგ ის საკვების საშოვნელად ახლო-მახლო სოფლებში დადიოდა. იანვარში უკვე ადამიანს თავს დაესხა. მსხვერპლთა უმეტესობას გარეთ, სუფთა ჰაერზე ეძინა.

11 თებერვალს მტაცებელი ღამის დარაჯს დაესხა თავს. ადგილობრივი მცხოვრებლები ნაჯახებითა და ჯოხებით შეიარაღდნენ და ცხოველის საძებნელად გაემართნენ. ამისთვის მათ მეზობელი მინდვრები შემოსალტეს და შაქრის ლერწმის მოსავალი ტრაქტორით გადაასწორეს.

ვეფხვი რამდენიმე საათში მეტყევეებმა აღმოაჩინეს. ის მოკლული ადამიანის სხეულს გლეჯდა.

მას ტრანკვილიზატორები
ესროლეს. დაძინებული ცხოველი მყარ გალიაში ჩასვეს და მიუხედავად ადგილობრივი მცხოვრებლების პროტესტისა, ლაკჰნაუს ზოოპარკში გადაიყვანეს.

იანვარში
მედია იტყობინებოდა, რომ ჩინეთში, ნინბოს ზოოპარკში დამთვალიერებელი ვეფხვთან ვოლიერში შევიდა და ვეფხვმა ის მოკლა.
irakli1
ცხოველები,განსაკუთრებით მტაცებლები ყოველთვის მყავდა,მაგრამ ახლა ამის თავი არა მაქვს! ერთი კანონი რომელიც არანაირად არ ექვემდებარება გადახედვას,კაციჭამიას მოსპობაა! ადამიანს აქვს გემრიელი ხორცი და ერთხელ თუ გასინჯავს მტაცებელი,აღარ დაივიწყებს.მისი მოვლა დიდ რისკებთანაა დაკავშირებული.ამიტომ შანსი ნულის ტოლია ად,ხორცის დავიწყების,ის უნდა განადგურდეს!ადამიანს ვსჯით სიკვდილით და მტაცებელს სამშობლო უყვარს და თავი დადო მისთვის თუ რაა,ის უნდა განადგურდეს?
ნია
გ-ს - რომ გაიქცა, ეს ადამიანის შეცდომაა. ადამიანის შეცდომაზე არ უნდა აგოს პასუხი ცხოველმა! me - ს - რატომ უნდა მოეკლათ ეს ვეფხვი? - ადმაიანის ხორცს რომ გემო უკვე გაუსინჯა?! gio-ს - სრულიად გეთანხმებით!
გიჟუა
მე რა თხა ხარ, შე კაი კაცო? ჩემი აზრით ვეფხვი ჯერ უნდა გაესამართლებინათ.
me
გიო, ვეფხვისთვის სულერთია ვის მოინადირებს, მარა ადამიანისთვის არ არის სულერთი ვიზე ნადირობს ვეფხვი. თუ ვეფხვი მიეჩვია ადამიანების მოკვლას და თან სოფელში, ის უნდა განადგურდეს. ყველა გარეულ ცხოველს ინსტინქტის დონეზე აქვს შიში ადამიანის მიმართ და ის ცდილობს მოერიდოს ადამიანის. ცხოველისთვის ადამიანთან შეხვედრა ცუდად სრულდება. ადამიანი მარტივად კლავს ნებისმიერ ცხოველს. ამიტომ ცხოველმა გამოიმუშავა ინსტინქტი და იცის რომ ადამიანი არის საშიში. თუ ვეფხვი ჯუნგლებშია და ნადირობს გარეულ ცხოველებზე და ერიდება ადამიანს ის უსაფრთხოდ არის. თუ ვეფხვი მიდის სიფელში და კლავს ადამიანს ის დიდხანს ვერ იცოცხლებს, ადამიანი მას მოკლავს. ასევე მოკვდებოდა ეს 6 ადამიანის მკვლელი ფევხვი, იმიტომ რომ დაუშვა შეცდომა. სხვა ვეფხვი, რომელიც ჯუნგლებშია გააგრძელებდა ცხოვრებას. მარა ეს ადამიანების მკვლელი ვეფხვი რომ დატოვეს ცოცხალი არ არის სწორი.
gio
ვეფხვზე არ შეიძლება როგორც მკვლელზე მსჯელობა, იმიტომ რომ მისთვის ადამიანიც და ნებისმიერი სხვა ცოცხალი არსება პოტენციური მსხვერპლია, ესეიგი რა? თუ ირემი შეჭამა არაფერია და თუ ადამიანი მკვლელია? თქვენ მემგონი ვეფხვი სამართლის დოქტორი გგონიათ, არადა მაგსთვის მთავარია კუჭი გაივსოს და რით გაივსებს საერთოდ არ ანიტერესებს.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?