ვეფხვი რამდენიმე საათში მეტყევეებმა აღმოაჩინეს. ის მოკლული ადამიანის სხეულს გლეჯდა.....
ვეფხვი რამდენიმე საათში მეტყევეებმა აღმოაჩინეს. ის მოკლული ადამიანის სხეულს გლეჯდა.....
"ინდოეთში დაიჭირეს ვეფხვი, რომელმაც 6 ადამიანი მოკლა", - იტყობინება გამომცემლობა Metro.

მისივე ინფორმაციით, მტაცებელი დაახლოებით 4 თვის წინ პილიბხიტის ნაკრძალიდან გაიქცა. მას შემდეგ ის საკვების საშოვნელად ახლო-მახლო სოფლებში დადიოდა. იანვარში უკვე ადამიანს თავს დაესხა. მსხვერპლთა უმეტესობას გარეთ, სუფთა ჰაერზე ეძინა.

11 თებერვალს მტაცებელი ღამის დარაჯს დაესხა თავს. ადგილობრივი მცხოვრებლები ნაჯახებითა და ჯოხებით შეიარაღდნენ და ცხოველის საძებნელად გაემართნენ. ამისთვის მათ მეზობელი მინდვრები შემოსალტეს და შაქრის ლერწმის მოსავალი ტრაქტორით გადაასწორეს.

ვეფხვი რამდენიმე საათში მეტყევეებმა აღმოაჩინეს. ის მოკლული ადამიანის სხეულს გლეჯდა.

მას ტრანკვილიზატორები
ესროლეს. დაძინებული ცხოველი მყარ გალიაში ჩასვეს და მიუხედავად ადგილობრივი მცხოვრებლების პროტესტისა, ლაკჰნაუს ზოოპარკში გადაიყვანეს.

იანვარში
მედია იტყობინებოდა, რომ ჩინეთში, ნინბოს ზოოპარკში დამთვალიერებელი ვეფხვთან ვოლიერში შევიდა და ვეფხვმა ის მოკლა.
777
მე ცხოველები მიყვარს. მარა კაციჭამია ცხოველებს კლავენ ხოლმე და ეს ვეფხვიც უნდა მოეკლათ. ის თვითონ მიდიოდა და კლავდა ხალხს. მასთან არავინ შესულა ვოლიერში.
ჩარლიკა გემი "ბიგლიდან"
რა ბუნების ბრალია, ვეფხვი თუ ნადირია (თან მტაცებელი!), ადამიანი კი - დებილი!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?