ვეფხვი რამდენიმე საათში მეტყევეებმა აღმოაჩინეს. ის მოკლული ადამიანის სხეულს გლეჯდა.....
ვეფხვი რამდენიმე საათში მეტყევეებმა აღმოაჩინეს. ის მოკლული ადამიანის სხეულს გლეჯდა.....
"ინდოეთში დაიჭირეს ვეფხვი, რომელმაც 6 ადამიანი მოკლა", - იტყობინება გამომცემლობა Metro.

მისივე ინფორმაციით, მტაცებელი დაახლოებით 4 თვის წინ პილიბხიტის ნაკრძალიდან გაიქცა. მას შემდეგ ის საკვების საშოვნელად ახლო-მახლო სოფლებში დადიოდა. იანვარში უკვე ადამიანს თავს დაესხა. მსხვერპლთა უმეტესობას გარეთ, სუფთა ჰაერზე ეძინა.

11 თებერვალს მტაცებელი ღამის დარაჯს დაესხა თავს. ადგილობრივი მცხოვრებლები ნაჯახებითა და ჯოხებით შეიარაღდნენ და ცხოველის საძებნელად გაემართნენ. ამისთვის მათ მეზობელი მინდვრები შემოსალტეს და შაქრის ლერწმის მოსავალი ტრაქტორით გადაასწორეს.

ვეფხვი რამდენიმე საათში მეტყევეებმა აღმოაჩინეს. ის მოკლული ადამიანის სხეულს გლეჯდა.

მას ტრანკვილიზატორები
ესროლეს. დაძინებული ცხოველი მყარ გალიაში ჩასვეს და მიუხედავად ადგილობრივი მცხოვრებლების პროტესტისა, ლაკჰნაუს ზოოპარკში გადაიყვანეს.

იანვარში
მედია იტყობინებოდა, რომ ჩინეთში, ნინბოს ზოოპარკში დამთვალიერებელი ვეფხვთან ვოლიერში შევიდა და ვეფხვმა ის მოკლა.
Tbilisi
6 ადამიანი შეჭამა ვეფხმა და ზოოპარკში წაიყვანეს? და იმ 6 ოჯახმა რა ქნას ვინც ახლობლები ასე ტრაგიკულად დაკარგა? ზოოპარკში იარონ და მათი შვილების, ძმების, დების და მშობლების მკვლელ ვეფხვს უყურონ? ეს ეთიკურია??? 100% უნდა გაენადგურებინათ ეგ ვეფხვი. ის ხალხზე მონადირეა. როცა მთვრალი ადამიანი ძვრება ვოლიერში და მას ვეფხვი კლავს ეს ადამიანის ბრალია. ხოლო როცა ვეფხვი ველურ ბუნებაშია და სოფლიდან ადამიანებს იტაცებს, მაშინ უკვე ვეფხვია მოსაკლავი.
g
ნია, კიდე რომ გაიქცეს?
nia
ვეფხვი ნაკრძალიდან გაიქცა. საკვები შემოაკლდა და ადამიანების ჭამა დაიწყო - ხომ სწორედ გავიგე? ხო და დააძინეს და წაიყვანეს უკან ნაკრძალში, სადაც ექნება საკვები და არ დაჭამს ადამინებს. ვეფხვი ველურია!-მისი ბრალი არ არის მტაცებლობა!კოდირებულია მასში ეგ!..ჩვენთან წყალდიდობის დროს რა გააკეთეს?-მოკლეს! კი არ დააძინეს! - უნდა დაეძინებინათ აქაც!
777
vau- და რამ გაგაოცათ პატივცემულო? :D ბუნებაში ვეფხვები ადამიანზე არ ნადირობენ როგორც წესი. თუ ჯანმრთელები არიან მათი საკვებია ირმები და სხვა ცხოველები. ადამიანზე ნადირობენ როცა ტრავმა აქვთ და ვეღარ ნადირობენ მეტი ვერაფერზე. ადამიანის მონადირება ხდება მათთვის ერთადერთი გადარჩენის შესაძლებლობა. ასეთი ცხოველები ხდებიან სერიული მკვლელები. ისტორიაში ბევრია შემთხვევაა როცა კაციჭამია ფეფხვს და ლეოპარდს ასობით ადამიანი ყავდა მოკლული სანამ მათი შეჩერება მოხერხდა. ამ ვეფხმაც უკვე 6 ადამიანი მოკლა, მან ადამიანის ხორცის გემო გაიგო და ზოოპარკშიც მომვლელებსაც შეეშინდებათ მასთან მუშაობა. ასეთ ცხოველს როგორც წესი კლავენ და არაა აქ საჭირო ორი დიპლომი და ტაქსაობა. და არც ტაქსაობაა დასაცინი. თუმა თქვენ თქვენი თავი სხვაზე უკეთესი და გონიერი გგონიათ. მარა ეგრე არაა, გონიერი ადამიანი ასე შეურაცჰყოფას არ მიაყენებდა ვისაც თუნდაც არ ეთანხმებოდეს. ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ხარ, რომელსაც ზრდილობა აკლია....
vau
ბრავო, ორივე კომენტატორი. გეტყობათ, რომ "მოზგები" ხართ. ასეთი მსჯელობა? პირდაპირ გაოცებული ვარ. ნაღდად ან უკვე მუშაობთ ტაქსის მძღოლად ორი დიპლომით ან ეპირებით საამისოდ
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?