რუსთავში 18 წლის ბიჭმა ლეკვი სადისტურად მოკლა (+ვიდეო)
რუსთავში 18 წლის ბიჭმა ლეკვი სადისტურად მოკლა (+ვიდეო)
რუსთავში 18 წლის ახალგაზრდამ 1 თვემდე ლეკვი ჩაქოლა. ეს ფაქტი 29 სექტემბრის საღამოს მოხდა. მომხდარი ქუჩაში განთავსებულმა სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა.

ვიდეომასალაში ჩანს, თუ როგორ აღიზიანებენ ახალგაზრდები უსახლკარო ლეკვიან ძაღლს და მისი აგრესიის პროვოცირებას ახდენენ, ხოლო შემდეგ დაუნდობლად კლავენ უსუსურ ლეკვს. აღნიშნული ფაქტის ფოტოებიც არსებობს, სადაც კედლებზე სისხლის კვალია აღბეჭდილი.

როგორც საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარული კლინიკის ქირურგმა, "უსახლკარო ცხოველთა დაცვის საზოგადოების" თავმჯდმარემ, მარიამ ჩხიკვიშვილმა გვაცნობა, რუსთავში მომხდარი ფაქტი ადამიანის მიერ იყო პროვოცირებული. ასევე, არსებობს თვითმხილველი, რომელიც არსებულ ვიდეოში ფიგურირებს, მაგრამ იგი
იმდენად დააშინეს, რომ ჩვენების მიცემის ეშინია.

მარიამ ჩხიკვიშვილის მიერ მოწოდებულ ვიდეომასალაში ჩანს, როგორ უმოწყალოდ უსწორდება 18 წლის სრულწლოვანი უსუსურ, თვალაუხელელ ლეკვს მაშინ, როდესაც თვითონ იყო დედა ძაღლის ადეკვატური რეაქციის გამოწვევის მიზეზი.

"ცივილურ საზოგადოებაში მსგავსი რამ არ უნდა ხდებოდეს. რუსთავში მომხდარი საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის 259-ე მუხლის სრული დარღვევაა, რაც მკაცრ რეაგირებას მოითხოვს, მითუმეტეს, როდესაც არსებული მასალა საკმარისია დამნაშავის დასასჯელად. მსგავსი ფაქტები საკმაოდ გახშირდა საქართველოში და აუცილებელია მათზე ადეკვატური რეაგირება", - აცხადებს მარიამ ჩხიკვიშვილი.

Zooclub

"ფეისბუქ-გვერდის", არასამთავრობო ორგანიზაციის "ცხოველთა მეგობრების" ინფორმაციით, "რუსთავის პოლიციის სამმართველომ საქმე ახალგაზრდების წინააღმდეგ ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის მუხლით აღძრა, რაც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

იხილეთ ვიდეო: "შემზარავი კადრები: რუსთავში სამმა ბიჭმა ლეკვი სასტიკად მოკლა"
ლადო
მათხოვრებო და ლაჩრებო, გპირდებით ამ საქციელს მწარედ განანებთ თქვე აარარაობებო
tea
უფალმა დაგწყევლოს სადისტო,გმერტის არ გეჰინია?
tamuna
ესეთი სადისტები აუცივლებლად უნდა დაისაჯონ. ნუ დატოვებთ უყურადგებოთ ამ საქმეს ძალიან გთხოვთ.
მოსამართლე
ასეთი უსულგულოები როგორ არიან,დასახოცები არიან ვინც ეს გააკეთა,უსირცხვილოები!
marine
რაც ვნახე საშინელებაა მაგრამ კიდევ უფრო საშინელი კომენტარი წავიკითხე... მესაფლავე წერს რომ თურმე კარგი იქნებოდა ასე თუ ჩავქოლავდით მის შვილს ვინც ეს გააკეთა,.მაშინ მიპასუხე მესაფლავე შენ რითღა განსხვავდები ამ ადამინებისაგან შენც ერთ ერთი ამადგანი ხარ და უარესიც კი. ამათმა შვილებმა რატომ უნდა აგონ პასუხი მამის ან სხვა პიროვნების დანაშაულზე??? თუ წაიკითხავ კარგი იქნება...
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?