ზომა მნიშვნელოვანია
კუდის დევნა, რომელიც, როგორც წესი, საშუალო და დიდი ზომის ლეკვებს ახასიათებთ, უნდა დაუშალოთ, რადგან შეიძლება, ჩვევაში გადაიზარდოს.
შესაძლო მიზეზი
ზოგიერთი მოსაზრებით, ლეკვი კუდს წრიული მოძრაობებით იმიტომ დასდევს, რომ მოქნილი ხერხემალი განუვითარდეს.
არასტაბილური ქცევა
ლეკვი ყოველთვის ვერ ახერხებს მყარად ფეხზე დგომას, როდესაც კუდს მისდევს. ასეთი ქცევა, როგორც წესი,
მიზეზები და მათი აღმოფხვრა
დანამდვილებით არ არის ცნობილი, რატომ დასდევს თავის კუდს ლეკვი; შეიძლება იმიტომ, რომ თავს მიტოვებულად გრძნობს. ასეთი ქცევა ყველაზე ხშირად ახასიათებთ ლეკვებს, რომლებიც ნაყარს მოაცილეს და ახალ გარემოში აღმოჩნდნენ. თუმცა, ეს ქცევა ასევე გვხვდება ნაყარის წევრებშიც, სანამ სრულად მოსწყდებიან ძუძუს. ეს შეიძლება, უბრალოდ ლეკვის ანცი ბუნებიდანაც გამომდინარეობდეს. თუ ამ ეტაპზე სათამაშოდ კომპანიონი არ ჰყავს, საკუთარ კუდს გამოუდგება. შეიძლება, ეს აკვიატებაც იყოს, მაგრამ, ჩვეულებრივ, ასაღელვებელი არაფერია - ეს ფაზა გაივლის. თუ გინდათ, ლეკვი ამას გადააჩვიოთ, არსებობს უმარტივესი გზა - უბრალოდ მოუხმეთ თქვენკენ და ისიც ტრიალს თავს დაანებებს. შეეცადეთ, ყურადღება გადაატანინოთ სათამაშოზე, მაგალითად ბურთზე, რომ თავისთვის თამაში შეძლოს. გაართეთ და კუდის დევნას თავს დაანებებს.
კუდის კბენა
თუ ძაღლი უეცრად დაიწყებს კუდის დროდადრო კბენას, ეს სავარაუდო ნიშანია ანალური ჯირკვლის სადინარის დახშობისა. მას თქვენი ვეტერინარი ადვილად გახსნის და გაწმენდს. ეს ჯირკვლები გამოიმუშავებს განსაკუთრებულ ნივთიერებას, რომელიც ფეკალურ მასებს ერევა. მისი საშუალებით ძაღლები ერთმანეთს ცნობენ და ტერიტორიას ნიშნავენ.
ყველას არ ეხება
ძაღლის ყველა ჯიშს როდი ახასიათებს კუდის დევნა, მაგალითად, ინგლისური ბულდოგის ლეკვები ამას უბრალოდ ვერ მოახერხებენ კუდის ფორმის გამო. ამაში ხელს შეუშლით ჩასკვნილი ტანიც.
მხოლოდ ლეკვები
ზოგჯერ, როდესაც ლეკვი ბზრიალებს და კუდისთვის პირის ჩავლებას ცდილობს, შეიძლება, იატაკზე გაგორდეს კიდეც. ეს ნორმალურია და საშიში არაფერია - უბრალოდ წონასწორობა დაკარგა ან თავბრუ დაეხვა. ლეკვი მოიხელთებს თუ არა კუდს, რამდენიმე წამი უჭირავს, შემდეგ კი პირს გაუშვებს, მერე ისევ თავიდან იწყებს. როდესაც ორი ლეკვი ერთად თამაშობს, ერთი, როგორც წესი, მეორეს დროდადრო იჭერს კუდით, მაგრამ მცირე ხნით. არც ერთ შემთხვევაში ძაღლის კუდი არ ზიანდება. ზრდასრული ძაღლები იშვიათად სწვდებიან მეორე ინდივიდს კუდში თამაშის ან ჩხუბის დროს, რაც მოწმობს, რომ ასეთი ქცევა დამახასიათებელია მხოლოდ ლეკვებისთვის.
სამედიცინო პრობლემები
კუდის დევნა ზრდასრულ ინდივიდებში შემაშფოთებელი ნიშანია, რადგან დაკავშირებულია ეპილეფსიასთან. საზოგადოდ, დაუშალეთ ძაღლს ამის კეთება, რათა ჩვევად არ ექცეს. მძიმე შემთხვევებში, დაგეხმარებათ სპეციალური საყელური, რომელიც საშუალებას არ მისცემს ძაღლს, კუდს მისწვდეს. ასე შეიძლება, მოწყენილობის გამოც იქცეოდეს, ამიტომ მის გასართობად საღეჭი სათამაშოები მოიმარაგეთ.