ვეტერინარი ოპერაციის დაწყებამდე შეშინებულ ლეკვს სიმღერით ამშვიდებს (+ვიდეო)
ვეტერინარი ოპერაციის დაწყებამდე შეშინებულ  ლეკვს სიმღერით ამშვიდებს (+ვიდეო)
ცხოვრება საშიშია თავშესაფრის ბინადრებისთვის. პატარა დაუცველი ლეკვი, სახელად მეშა გამოიყვანეს გალიიდან, რადგან მას სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროებოდა. ის ძალიან შეშინებული და დათრგუნული იყო ადამიანების გარემოცვაში, თუმცა, ქირურგის ასისტენტმა დენის მოსესიმ ის ხელში აიყვანა, ბავშვივით გაახვია თბილად და სიმღერით ამშვიდებდა.

ვიდეო სოციალურ ქსელში გაავრცელა BARCS -ის თავშესაფარმა, რომელიც მდებარეობს ბალტიმორში.

"ვცდილობდი, ის სიმღერით დამემშვიდებინა. როცა ხედავთ ექიმს, საოპერაციოსა და სამედიცინო იარაღებს, ეს ადამიანისთვისაც შიშისმომგვრელია, ამ დროს ძაღლებიც და კატებიც იმავეს განიცდიან, რასაც ადამიანები."- წერს დენისი.

12-16 კვირის დაავადებული ლეკვი უმოწყალოდ გადააგდო პატრონმა.
კეთილი ადამიანების წყალობით, ის თავშესაფარში მოხვდა, ხოლო ოპერაციის შემდეგ მან საბოლოოდ იპოვა მზრუნველი ოჯახი, სადაც
მოსიყვარულე პატრონების გარდა, ეყოლება ოთხფეხა მეგობრებიც.

იხილეთ ვიდეო

ასევე იხილეთ:

გახსოვთ ძაღლი, რომელიც თავშესაფარში ტიროდა? მან საბოლოოდ იპოვა მზრუნველი პატრონი

მომღიმარი კნუტი, რომელიც თავშესაფრიდან აიყვანეს

თავშესაფარში მყოფი ძაღლი მნახველებს ცეკვით აწონებს თავს, რათა მზრუნველი პატრონი იპოვოს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?