ვიდეოგალერეა
საინტერესო
ტექსტის ზომა + -
"გვაპატიეთ, რადგან ჩვენ არ შეგვიძლია თქვენსავით სიყვარული და ერთგულება"
"გვაპატიეთ, რადგან ჩვენ არ შეგვიძლია თქვენსავით სიყვარული და ერთგულება"
უანგარო სიყვარული და ერთგულება - ალბათ ძაღლები ამ გრძნობების გასაზიარებლად მოევლინნენ ქვეყანას. 

არაერთ ცნობილ მწერალს მიუძღვნია ძაღლისთვის სულისშემძვრელი მოთხრობა, არაერთი ფილმი გადაღებულა, რომელიც ცხოველთა არამოყვარულსაც კი გულიანად აცინებს და მთელი გულით ატირებს.

შესაძლოა, ვერ
ავხსნათ, თუ რას განიცდიან ისინი გარკვეულ მომენტში, თუმცა, ყველა პატრონი დაგვეთანხმება, რომ ძაღლი უერთგულესი არსებაა დედამიწაზე.

ჩვენ შევკრიბეთ ძაღლების ფოტოკოლაჟი, რომლებიც ცნობილი ციტატებით დავასათაურეთ:

მეგობრებს ვირჩევთ ჩვენ. საუკეთესოებს მხოლოდ დრო ტოვებს.

Zooclub

ძაღლი იმდენად ერთგულია, ზოგჯერ არ გვჯერა, რომ ადამიანი იმსახურებს ასეთ სიყვარულს. 

Zooclub

ძაღლი ერთადერთი მეგობარია, რომელიც დაუფიქრებლად ყველგან თან გამოგყვება.

Zooclub

ჭეშმარიტ სიყვარულს არ შეუძლია ლაპარაკი, რადგან ჭეშმარიტი სიყვარული მჟღავნდება ქცევით და არა სიტყვით.

Zooclub

რა მნიშვნელობა აქვს? ცხოვრების მანძილზე ადამიანები მოდიან და ასევე მიდინ ჩვენგან, მთავარია, ვინ დარჩება გვერდით. რჩებიან მხოლოდ ერთეულები, რომლებსაც ნამდვილად უყვარხარხარ და ძვირფასი ხარ მათთვის.

Zooclub

ადამიანებმა ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ ცხოველისგან, პირველ ყოვლისა, ერთგულება სიცოცხლის ბოლომდე.

Zooclub

ასევე იხილეთ:

"ღმერთო, დამეხმარე, გავხდე ისეთი ადამიანი, როგორიც ჩემს ძაღლს ვგონივარ"

10 ნიშანი, რომ თქვენ "ძაღლებზე გადარეული" ადამიანი ხართ

სინამდვილეში რას ფიქრობს ძაღლი პატრონზე?
ბეჭდვაელფოსტა
ნანა-ს
ღმერთო რა მძიმეა. მათ მეექვსე გრძნობა აქვთ.. ისინი საოცრად გრძნობენ.. მათ უზომოდ უყვართ და ტკივილამდე ერთგულები არიან...
ნანა
ძმის შვილი გარდამეცვალა 11წლის (არხში დაიხრჩო).ჩემი ძაღლი ეტყობა გრძნობდა ამ ამბავს და მთელი ღამე ყმუოდა. გავედი ეზოში ღამის 3 საათი იყო, ვეძახი, ვეძებ მაგრამ არ მოდის. სიჩუმეში ყმუილის ხმას მივყევი და ბაღში ვნახე, ორმო ამოუთხრია და შიგ ჩაწოლილი ყმუოდა. ცუდად მენიშნა ეს ამბავი. აღარც დამეძინა.მთელი დღე არ გაჩერებულა არც ჭამდა და სვამდა. საღამოს გავიგე ეს უბედურება.ყველაფერმა რომ ჩაიარა მოვიცალე ძაღლისთვის. ეზოში რომ გამოვიდოდი მოვიდოდა თავს ჩამიდებდა კალთაში და ცრემლები ჩამოსდიოდა ღაპაღუპით.კარგი ძაღლი იყო მონადირე ისიც მომიკვდა მალევე. ორივემ დიდი სევდა მონატრება დამიტოვა.
თეა
ჩემი ძაღლებიდან ერთს განსაკუთრებულად უყვარდა დედა. დედა რომ გარდაიცვალა ძაღლები სახლში აღარ ყეფენ. უცნაურია, მაგრამ ასეა.
ნინო
კორპუსის ეზოში მეტისი გვყავდა, დეიდაჩემი ხშირად აჭმევდა ხოლმე... პირველად ლეკვები მე მაჩვენა და მიმაკარა ამ ძაღლმა.... დეიდაჩემი როცა გარდაიცვალა, მოვიდა სასუსნავისათვის... რა მოგცე, არაფერი არ მაქვს, ასეთი უბედურება დამემართა მეთქი - ვუთხარი და არ დაიჯერებთ, გვერდზე გადგა და ყმუილი მორთო.... იგლოვა.... მერე მოვიდა და ფეხზე თავი მომადო, მაწყნარებდა თავისებურად... არასოდეს დამავიწყდება ჩვენი ჯეკა..... აი, ასეთები არიან ძაღლები
megi
ამაოდ კი არაა ერთგულ ადამიანზე ნათქვამი: ძაღლივით ერთგულიაო. უენონი, უსიტყვონი, ბუნების საოცრებები არიან.....
მსგავსი სიახლეები
სიყვარულისთვის ოკეანეც კი არ არის დაბრკოლება
1991 წლის ზაფხულში იაპონიის ერთ-ერთი პროვინციის გაზეთში ფოტოესსე გამოქვეყნდა, სადაც ძაღლის სიყვარულის მგრძნობიარე ამბავი იყო მოთხრობილი.
31.07.2014
ლეკვს ბავშვთან ახლოს არ უშვებდნენ. მაგრამ როდესაც ისინი ერთმანეთს მაინც შეხვდნენ... (+ვიდეო)
ლეკვს ბავშვთან ახლოს არ უშვებდნენ. მაგრამ როდესაც ისინი ერთმანეთს მაინც შეხვდნენ, ყველა მიხვდა, რომ ეს ძალიან დიდი სიყვარულის დასაწყისი იყო…
19.09.2014
უყვარხართ თუ არა თქვენს კატას? 6 ნიშანი, რითაც საბოლოოდ გაიგებთ სიმართლეს
უადგილო დაყნოსვა, კოცნა და კუდის ქიცინი - აი იმის სიმპტომები, რომ ძაღლს უყვარს თავისი პატრონი. მაგრამ რა უნდა გააკეთოთ, თუ თქვენ კატების დიდი მოყვარული ხართ
26.09.2014
ბოლო სიახლეები
ფლორიდაში ღორი-პოლიგლოტი გამოზარდეს
ამერიკულ ქალაქ მაიამიში გასართობი პარკი ”ჯანგლ აილენდში” ვიეტნამური ღორი წარმოადგინეს, რომელმაც 100-მდე სიტყვა
28.03.2017
საქართველოში გადაშენების პირას მყოფი კიდევ ერთი ცხოველი მოკლეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა,
28.03.2017
ვინ ეხმარება ლონდონში გასაჭირში ჩავარდნილ ველურ ცხოვლებს?
სწრაფი რუხი ციყვებიდან ყველაზე გამბედავ მელიებამდე - ველური ცხოველები ხშირად ლონდონის ცენრტშიც კი შეიძლება შევამჩნიოთ.
28.03.2017
ამ მოპსებს გაუმართლათ! პატრონი მათზე დიდძალ ქონებას ხარჯავს
30 მოპსი ერთად მართალია, ძალიან საყვარელი, მაგრამ, ამავდროულად, ძალიან ძვირი
27.03.2017
როცა ქალმა წაიკითხა, თუ რა ეწერა უსახლკარო მამაკაცს მუყაოს ნაგლეჯზე, დაუყოვნებლივ შეჩერდა
ვილმა პრაისი სახლში მანქანით მიდიოდა, როდესაც გზაზე გაცრეცილი, ჭუჭყიან ტანსაცმელში მდგომი ახალგაზრდა
27.03.2017
გორის ზოოპარკის ბინადარი მიშა გახარებულია - ის ტყუპი ბელის მამა გახდა
გორის ზოოპარკის ბინადარი მიშა გახარებულია - ის ტყუპი ბელის მამა გახდა.
26.03.2017
ელექტროანძის დემონტაჟის დროს არწივების ბუდე არ დაზიანებულა - ადასტურებენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ადასტურებს, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარაში
24.03.2017
საქართველოში მსხვილფეხა საქონელში ახლად გავრცელებული დაავადების, ნოდულარული დერმატიტის ვირუსის კვლევის დანერგვაზე მუშაობენ
სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში მსხვილფეხა საქონელში ახლად გავრცელებული დაავადების, ნოდულარული დერმატიტის
24.03.2017
მამაკაცმა ლომის ბოკვერი გადაარჩინა... ცხოველი მადლიერებას ჩახუტებით გამოხატავს (+ვიდეო)
ლომის ბოკვერი რამდენიმე დღის იყო, როდესაც დაობლდა. ის ვერ გადარჩებოდა
23.03.2017
ესპანეთის კონგრესმა ძაღლებისთვის კუდის და ყურების მოჭრა აკრძალა
ესპანეთის კონგრესმა ძაღლების კუდისა და ყურების კუპირება აკრძალა. მემარჯვენე სახალხო
23.03.2017

გასაჩუქებელი
ნაპოვნი
დაკარგული
დიღმის მასივში დაიკარგა ხვადი გერმანული ნაგაზი.
09.01.2017
მალაკნების ბაზრის ტერიტორიიდან დაიკარგა კოკერსპანიელი ჯეკო.
11.01.2017
მთაწმინდაზე დაიკარგა უთბილესი მეტისი ”ყურცქვიტა”.
23.01.2017
ფოტოგალერეა
გამოკითხვა
რა შემთხვევაში მიატოვებდით (ჩააბარებდით თავშესაფარში, გაუშვებდით ქუჩაში, გააჩუქებდით) თქვენს შინარ ცხოველს?