რატომ განსხვავდებიან გარეგნულად ძაღლები ერთმანეთისგან?
რატომ განსხვავდებიან გარეგნულად ძაღლები ერთმანეთისგან?
ძაღლი ყველაზე მრავალფეროვანი სახეობაა ცხოველთა სამყაროში. ზოგიერთი მინიატურული ძაღლის ჯიში, რომლებიც სელექსიის შედეგად შეიქმნა, ქალის ჩანთაშიც კი მარტივად თავსდება, ხოლო ყველაზე დიდი ზომის ძაღლი ცხენის სიდედემდეც კი აღწევს.

მიუხედავად ძაღლების ვიზუალური სხვაობისა, ისინი ერთ სახეობას მიეკუთვნებიან, რომლებსაც აქვთ ძაღლისთვის გამოკვეთილი ყველა თვისება: თითქმის ყველა ძაღლი ყეფს, კუდს აქიცინებს და უხარია ადამიანების გარემოცვაში ყოფნა.

შინაური ძაღლი უჩვეულო, მრავალფეროვანი ცხოველის სახეობაა, რომელიც იწყება გრაციოზული თეთრი გერმანული ნაგაზით და გრძელდება
ერთი დაბალი, მოკლეფეხება ტაქსათი, მაგრამ გენეტიკურად ისინი იდენტურნი არიან.

Zooclub

საქმე ისაა, რომ ძაღლის ყველა სახეობას ერთი და იგივე დნმ-ი აქვს ისევე, როგორც გერმანულ დოგსა და ჩიხუახუას.

Zooclub

მკვლევარებმა გაარკვიეს, რომ მეცნიერებაში
ცნობილი რამდენიმე გენი ახდენს ძაღლის მრავალფეროვან ვიზუალობასა და მის ზომებს.

Zooclub

სპეციალისტებმა 2007 წელს აღმოაჩინეს გენი, რომელიც ძაღლის ზრდაზე მოქმედებს.
გენი IGF1 ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, თუ რატომ იწონის ზოგიერთი ძაღლი 2 კგ-ს და თავსდება ადამიანის ხელის გულზე მარტივად, მაგალითად ჩიხუახუას ჯიშის ძაღლი...

Zooclub

ან იზრდება უზარმაზარი, მაგალითად მასტიფი.

Zooclub

სელექციის შედეგად გამოყვანილია ისეთი ჯიში, როგორიცაა სწრაფი და გრაციოზული გრეინჰაუნდი - დაკვირვებული მონადირე, რომელსაც გამჭრიახი თვალი და გამორჩეული სისწრაფე აქვს.

Zooclub

და ბასეტ ჰაუნდი, მონადირე ძაღლი, გამორჩეული ამტანობითა და საოცარი ყნოსვით.

Zooclub

შარპეი, რომელსაც განსაკუთრებულს ხდის კანის ნაკეცები და ლურჯი-მოშავო ენა, სელექციონერების კიდევ ერთი შედეგია.

Zooclub

ზოგიერთი ჯიში, მაგალითად ვაიმაინერი უნიკალურია დაბალი თივთიკით, რომელსაც არ სჭირდება განსაკუთრებული მოვლა.

Zooclub

შეადარეთ ზევით მოყვანილი მაგალითი გრძელბეწვიან ნიუფაუნდლენდს, რომლის სპეციალურად დაფარული კანის ზედაპირი გაყინულ წაყალში ცურვის საშუალებას აძლევს.

Zooclub

სელექსიამ ძაღლის დრუნჩიც შეცვალა, მაგალითისთვის მოვიყვანთ მწევრის ჯიშს. იგი გამორჩეული მონადირე ძაღლია საოცარი აეროდინამიკური თვისებებით.

Zooclub

თუმცა, სელექციას ნეგატიური შედეგებიც აქვს. მაგალითად, ბულდოგი ერთ-ერთი გამოყვანილი ჯიშია. მისი განსაკუთებული მახასიათებელი მოკლე დინგია, რის გამოც სუნთქვის სერიოზული პრობლემა აქვს.

Zooclub

ადამიანები კვლავ განაგრძობენ ახალი ჯიშების გამოყვანას. მაგალითად, სელექციის შედეგად მიღებული ახალი ჯიში ოქროსფერი დუდლი ოქროსფერი რეტრივერისა და პუდელის ნაჯვარია.

Zooclub

ან პაწაწინა ლაბრადუდლი ანუ ლაბრაპუდელი (Labradoodle) -ლაბრადორის მეტისისა და პუდელის მინიატურული სახეობა.

Zooclub

და კიდევ ვინ იცის, როგორ ახალ ჯიშს გამოიყვანენ მომავალში?!

ასევე იხილეთ:

გერმანული ნაგაზისა და მგლის შეჯვარების შედეგები

თეთრი ლომისა და თეთრი ვეფხვის შვილები

ჰიბრიდი ცხოველები - ისინი სინამდვილეში არსებობენ

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?