კატას ძაღლის სისხლი გადაუსხეს
კატას ძაღლის სისხლი გადაუსხეს
გიამბობთ უცნაურ ისტორიას კატაზე, სახელად ლუტიკი, რომელიც პატრონთან ერთად ფლორიდის შტატის ქალაქ კი-უესტში ცხოვრობდა. ამბავი რამდენიმე დღის წინ დაიწყო. კატას გასეირნებისას ცუდი რამ შეემთხვა, რის შედეგადაც მან სერიოზული ჭრილობები მიიღო.

ცხოველი სისხლისგან იცლებოდა, თუმცა სიცოცხლის მოყვარული კატა არ დანებდა და სახლამდე მიაღწია. მისი პატრონის, ერნი სონდერსის თქმით, როდესაც მისი საყვარელი კატა სახლში მივიდა, ის უკვე სიკვდილის პირას იყო. საბედნიეროდ, პატრონი არ დაიბნა და სასწრაფო ვეტერინარული დახმარება გამოიძახა, რომელმაც სასიკვდილოდ განწირული ცხოველი უახლოეს კლინიკაში მიიყვანა.

Zooclub

მაგრამ ვეტერინ
არულ კლინიკაში ლუტიკისთვის საჭირო სისხლი არ აღმოჩნდა. საოპერაციო მაგიდაზე მომაკვდავი კატა ამერიკელმა ვეტერინარებმა არ მიატოვეს, ამიტომ უპრეცენდენტო ნაბიჯი გადადგეს -
ლუტიკს ძაღლის სისხლი გადაუსხეს.

საქმე ისაა, რომ კატას ძალიან იშვიათი სისხლის ჯგუფი აღმოაჩნდა. სისხლში ერითროციდების რაოდენობა 7%-ს არ აღემატებოდა, რაც ანომალიას წარმოადგენს, რადგან წესით კატების სისხლში ერითროციტების რაოდენობა 35%-ს არ უნდა აღემატებოდეს. თუმცა სწორედ ამ გენეტიკურმა მუტაციამ გადაარჩინა ცხოველი.

Zooclub

სისხლის გადასხმამ კარგად ჩაიარა და ოპერაციის შემდგომი მდგომარეობა სტაბილური იყო. ამჟამად კატა თავს მშვენივრად გრძნობს და თითქმის, მთლიანად რეაბილიტირებულია. ექიმებმა სთხოვეს პატრონს, ლუტიკი კლინიკაში გამოკვლევებზე კიდევ რამდენიმე დღე დაეტოვებინა და მის დაბრუნებას მალევე დაპირდნენ.

ამ პრეცენდენტის შესწავლის სურვილი მეცნიერებმაც გამოთქვეს, თუმცა თავად კატა მათ არ დასჭირდებათ.

ჟურნალისტის თქმით ლუტიკი დედალი კატაა.

ასევე იხილეთ:

უყვარხართ თუ არა თქვენს კატას?

როცა კატა ლეო გზის პირას იპოვნეს 14 კილოგრამს იწონიდა

კატა, რომელიც ტუჩის და ცვირის გარეშე დაიბადა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?