ადამიანები მხოლოდ რამდენიმე დღე იწონებენ თავს ამ ნივთით, თუმცა, შემდეგ ცხოველი კვდება
ადამიანები მხოლოდ რამდენიმე დღე იწონებენ თავს ამ ნივთით, თუმცა, შემდეგ ცხოველი კვდება
ჩინეთი კვლავაც განაგრძობს თავისი სიამოვნების ხარჯზე ცხოველების მიმართ სისასტიკეს. ამ ქვეყნის ბაზარი მეტად მრავალფეროვანია. მათ ფანტაზიას რომ საზღვარი არ აქვს, ამას ჩინელების ახალი გატაცებაც ადასტურებს. ბოლო დროს ჯიხურებში, მეტროს სადგურებსა თუ მატარებლებში დეკორატიულ გასაღების საკიდებს ყიდიან. პოლიეთილენის მკვრივ პარკებში ცოცხალი თევზი, ხვლიკი ან კუ არის მოთავსებული. ამ საკიდებს "წარმატების" თილისმას უწოდებენ.
Zooclub
აქსესუარი დაახლოებით 1.50 იუანი (ჩინური ფულის ერთეული) ღირს და ქალაქის თითქმის ნებისმიერ გარე გაყიდვის ობიექტში შესაძლებელია მისი შეძენა.

ყოველი ამგვარი გასაღების საკიდში ჩასხმულია სპეციალური კრისტალური ჟანგბადი, რომელიც ცხოველს საშუალებას აძლევს, მხოლოდ
რამდენიმე დღე იცოცხლოს, ხოლო 2-3 დღის შემდეგ, ეს ცოცხალი არსება ტანჯვით - შიმშილით ან უჟანგბადობით კვდება.

Zooclub
საკიდში ძირითადად მინიატურული თევზები ან ჩინური კუებია მოთავსებული.

Zooclub
ჩინეთში არსებულმა ცხოველთა დაცვის ორგანიზაციებმა გააპროტესტეს ეს ფაქტი და საჩივარი სასამართლოშიც შეიტანეს, თუმცა, ამ აქსესუარის რეალიზება იმდენად მომგებიანია, რომ მოვაჭრეებს მისი წარმოება ამ ფაქტის შემდეგაც კი არ შეუჩერებიათ.

Zooclub
ამ აქსესუარის მყიდველები ძირითადად არიან ახალგაზრდები, რომლებსაც მოსწონთ სხვადასხვა ფორმის ორიგინალური ნივთი და ისინი ცოცხალი არსებების ტანჯვის ხარჯზე, თავს იწონებენ.

Zooclub

"ეს ნამდვილი სისასტიკეა ცხოველების მიმართ. სანამ ჩინეთი არ გაამკაცრებს ქვეყანაში ცხოველთა დაცვის კანონებს, ცოცხალი არსებების სიცოცხლის ფასად ბიზნესის კეთება და მსგავსი ფაქტები კვლავაც გაგრძელდება."- ამბობენ ცხოველთა დამცველები.

ასევე იხილეთ:

ჩინეთში ძაღლის ხორცის ფესტივალიდან 2 ლეკვი გადაარჩინეს

როგორ გადაურჩა ზოოპარკში გველისთვის საკვებად მიყვანილი ბაჭია შეჭმას

შიკო
ნაბიჭვრები!!!!
asdf
ვისაც ეგ აზრად მოუვიდა თავში დიდ ცელოფანში უნდა ჩასვა და წყალი ჩაუსხა მაგის დედას...
frhgh
ოღონდ გაყიდონ და წარმატების თილისმას კი არა რასაც გინდა იმას დაარქმევენ ამათი......
ელვა
liza-ს. კარგად ხართ თვითონ? ეგ მანიაა, რაც თქვენ გჭირთ და თავს მიხედეთ.
მერაბი
კრისტალური ჟანგბადი, ეს რაღაც სუპერ ახალია ქიმიაში!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?