ორივე ცხოველი " პეტერბურგის ძუძუმწოვართა ცხოველების შესწავლისა და გადარჩენის ცენტრის" პაციენტები იყვნენ. პატარა სელაპებმა გაიარეს რეაბილიტაცია და სპეციალისტებმა მათი ველურ ბუნებაში გაშვება გადაწყვიტეს.
პაშამ მდინარეში გაცურა და გაუჩინარდა, ხოლო კროშკა 15 წუთის შემდეგ ამოვიდა ტბიდან და ადამიანებთან დაბრუნდა.
"ეს ექსკლუზიური შემთხვევაა. ასეთი რამ არასოდეს მომხდარა. სიმართლე გითხრათ, არ ვიყავი ამისთვის მზად. შეიძლება ეს კარგიც არის, რადგან კროშკა ძალიან მიმნდობია."-ამბობს ფონდის დირექტორი ვიაჩესლავ
მისი თქმით, კროშკა მსოფლიოში ყველაზე პატარა სელაპია, რომელიც ოდესმე მოხვედრილა რეაბილიტაციის ცენტრში.
"როდესაც ჩვენთან მოიყვანეს, 4 კგ-ს იწონიდა. ეს ახალშობილი სელაპის წონაზე ნაკლებია. უცნაურია, როგორ გადარჩა და ცოცხალმა მოაღწია ჩვენამდე", - ამბობს ალექსეევი.
ერთი ციდა სელაპი დიდი ხნის განმავლობაში ეჩვეოდა ადამიანებს, მაგრამ მან თავისუფლად უნდა განაგრძოს ცხოვრება. მას მხოლოდ ადამიანების სითბო და მოფერება ახსოვს, რადგან დედასთან სულ 3 დღე გაატარა.
სპეციალისტებმა გადაწყვიტეს, კროშკა კვლავ რეაბილიტაციის ცენტრში დაებრუნებინათ. მისი ველურ ბუნებაში გაშვება შემდეგი წლისთვის გადაიდო.
სელაპს არ სურს მოსიყვარულე ადამიანებთან განშორება, თუმცა, ეს გარდაუვალი იქნება. გარეულ ცხოველებსაც კი არასოდეს ავიწყდებათ ადამიანების სიკეთე.
ასევე იხილეთ:
ეს პინგვინი ყოველთვის ბრუნდება იმ ადამიანთან, რომელმაც სიკვდილს გადაარჩინა
ამ ქალს უამრავი ძროხა ჰყავს, თუმცა, მაწვნისა და რძის გაყიდვა არ შეუძლია. მიზეზი გაგაოცებთ
12 წლის შემდეგ სპილო თავის გადამრჩენელებთან "საჩუქრით" დაბრუნდა