იაპონიაში შექმნეს მოწყობილობა, რომელიც ძაღლის სურვილებსა და განწყობას გადმოსცემს
იაპონიაში შექმნეს მოწყობილობა, რომელიც ძაღლის სურვილებსა და განწყობას გადმოსცემს
"გამომგონებლებმა შექმნეს უჩვეულო ყელსაბამი Inupath-ი , რომელიც ძაღლის სურვილებსა და განწყობას კითხულობს", - აცხადებს ტელეკომპანია "CNN"-ი.

გადამცემში დამონტაჟებულია მოწყობილობა, რომელიც ცხოველის გულის ცემის რიტმს აფიქსირებს, რის შედეგადაც მის სურვილებსა და განწყობას პატრონს ატყობინებს. მაგალითად, გვამცნობს, როცა ძაღლს თამაში, საკვები ან სათამაშო სურს.

ყელსაბამი აღჭურვილია ექვსი ფერით. ყოველი მათგანი გამოხატავს ძაღლის განწყობას. მაგალითად, ლურჯი - სიმშვიდეს, წითელი - მღელვარებას. ამგვარად, შინაური ბინადრის პატრონები შეძლებენ გაიგონ, როგორია ძაღლის ემოციური მდგომარეობა და ნეგატივის შემთხვევაში მიიღონ შესაბ
ამისი ზომები.

კომპანია Inupath-ის გენერალური დირექტორი ჯოჯი იამაკუჩი, ამ მოწყობილობის შესაქმნელად, საკუთარმა ძაღლმა შთააგონა, რომელიც ხშირად ნერვიულობდა. იმისათვის, რომ პატრონს მისი აღელვების მიზეზი
გაეგო და მისი გულისცემა გაეკონტროლებინა, სპეციალისტებმა ეს უნიკალური ყელსაბამი შექმნეს.

ეს უჩვეულო ყელსაბამი წლის ბოლოს გაყიდვაში გამოვა.

ასევე იხილეთ:

გამოიგონეს ძაღლების ტანსაცმელი, რომელიც სახლში ცხოველის ბეწვის გავრცელებას ხელს უშლის

შესანიშნავი იდეები კატების მოყვარულთათვის

სკოლის მოსწავლემ ძაღლების უნიკალური ფენი გამოიგონა

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?