ეს ძაღლები საშინელ მდგომარეობაში იპოვეს. ამის ჩამდენს აუცილებლად უნდა მოეთხოვოს პასუხი!
ეს ძაღლები საშინელ მდგომარეობაში იპოვეს. ამის ჩამდენს აუცილებლად უნდა მოეთხოვოს პასუხი!
გზის პირას აღმოაჩინეს რაღაც უცნაური - 9 ძაღლი, რომელთაც ძალიან გრძელი, ჭუჭყიანი და აბურდული ბეწვი ჰქონდათ. სანამ ისინი არ მოაწესრიგეს, ვერავინ ამოიცნო მათი ჯიში, რადგან მხოლოდ ერთი ნახვით, ეს შეუძლებელი იყო.

ძაღლები ადგილობრივმა მცხოვრებმა შემთხვევით შეამჩნია. მან შორიდან ვერ გაარკვია, რა მოძრაობდა. როდესაც მიუახლოვდა, მოეჩვენა, რომ ცხვრები იყვნენ. როგორც ჩანს, 9 ძაღლი ასეთ საშინელ მდგომარეობაში სპეციალურად გამოაგდეს გარეთ. ძნელი დასაჯერებელია, რომ ადამიანმა შეძლო ასეთი სისასტიკის ჩადენა.

ჰემპშირის საგრაფოში კაცმა გზის პირას რაღაც მოძრავი შეამჩნია. იგი ახლოს მივიდა და დაინახა აბურდული ბეწვის მასა, რომელიც
ცხვარს ან ძაღლს წააგავდა.

Zooclub

დიდი რაოდენობის
ბეწვის გამო, ცხოველების იდენტიფიცირება ძალიან რთული იყო. მეტიც, ეს ბეწვი იმდენად იყო აბურდული, რომ მათ გადაადგილებაში უშლიდა ხელს.

Zooclub

კაცმა ამის შესახებ ცხოველების დაცვის სამეფო საზოგადოებას შეატყობინა. ამის მერე, მათ უკვე მოხალისეები უვლიდნენ.

Zooclub

ძაღლები რომ დაებანათ და გაეკრიჭათ, მოუწიათ მათი დროებით დაძინება, რადგან ცხოველები არავის იკარებდნენ და უზომოდ შეშინებულები იყვნენ.

Zooclub

ცხოველების მოწესრიგების შემდეგ გაირკვა, რომ ცხრავე პუდელი იყო.

Zooclub

როგორც ჩანს, 9 ძაღლიდან ერთი 8 წლის ძუ, დანარჩენი ერთი წლის ასაკის ძაღლების დედა იყო.
ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ ცხოველები მთელი სიცოცხლის განმავლობაში საშინელ პირობებში იმყოფებოდნენ.

Zooclub

ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია ძაღლებისთვის პატრონის პოვნით დაკავდა. ერთ-ერთი მათგანი უკვე ამ ქალბატონმა აიყვანა.

Zooclub

ძალიან დასანანია, რომ ამ ძაღლებს ასეთი საშინელი ბედი ჰქონდათ. მაგრამ გულისხმიერი ადამიანების წყალობით, ისინი დარჩენილ სიცოცხლეს უკვე კარგ პირობებში, სითბოსა და სიყვარულში გაატარებენ!



იზმირი
დაზმირ ძმაო,ძლივს არ გიპოვე?! ერთი შენი ტელეფონი მომწერე,დაგირეკავ და ერთად დავაწყოთ გეგმები.
დაზმირი
ანუ ძაღლი უნდა მიყვარდეს? ძაღლი საერთოდ მძულს,ისევე როგორც ცხოველები და ფრინველები ხო ზვიგენი,ვეფხვი და ლომი მომწონს დანარჩენები არ მევასებიან მაგრამ ადამიანები საერთოდ მძულს ძალიან მძულს იმდენად მძულს რომ უფასოდ ვიქნებოდი დამხვრეტი იმედი მაქვს მაგ დრო მოვა
datiko48
"დაზრავსტუეტ მირავაია რევილუცია"-ანუ დაზმირ შენისთანა ნაძირლები უნდა ჩააყენო ზუსტად ისეთ დღეში როგორც ეს ტუგრიები,და მაინც შენს შეგნებაში მაინც არაფერი შეიცვლება,არ გაქვს ადამიანური სული.
ნაძირალა
ამას დაზმირი რომ დაარქვეს სწორედ მაშინ შეძულდა ხალხი. შენისთანა გიჟებს საავადმყოფოში მკურნალობენ ჩუმათ რომ არ გაუბაზრდეთ და ეს ამაყოფს თავისი ყოფით ამას რა უნდა ელაპარაკო?
ნაძირალა
ამას დაზმირი რომ დაარქვეს სწორედ მაშინ შეძულდა ხალხი. შენისთანა გიჟებს საავადმყოფოში მკურნალობენ ჩუმათ რომ არ გაუბაზრდეთ და ეს ამაყოფს თავისი ყოფით ამას რა უნდა ელაპარაკო?
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?