ეს ძაღლები საშინელ მდგომარეობაში იპოვეს. ამის ჩამდენს აუცილებლად უნდა მოეთხოვოს პასუხი!
ეს ძაღლები საშინელ მდგომარეობაში იპოვეს. ამის ჩამდენს აუცილებლად უნდა მოეთხოვოს პასუხი!
გზის პირას აღმოაჩინეს რაღაც უცნაური - 9 ძაღლი, რომელთაც ძალიან გრძელი, ჭუჭყიანი და აბურდული ბეწვი ჰქონდათ. სანამ ისინი არ მოაწესრიგეს, ვერავინ ამოიცნო მათი ჯიში, რადგან მხოლოდ ერთი ნახვით, ეს შეუძლებელი იყო.

ძაღლები ადგილობრივმა მცხოვრებმა შემთხვევით შეამჩნია. მან შორიდან ვერ გაარკვია, რა მოძრაობდა. როდესაც მიუახლოვდა, მოეჩვენა, რომ ცხვრები იყვნენ. როგორც ჩანს, 9 ძაღლი ასეთ საშინელ მდგომარეობაში სპეციალურად გამოაგდეს გარეთ. ძნელი დასაჯერებელია, რომ ადამიანმა შეძლო ასეთი სისასტიკის ჩადენა.

ჰემპშირის საგრაფოში კაცმა გზის პირას რაღაც მოძრავი შეამჩნია. იგი ახლოს მივიდა და დაინახა აბურდული ბეწვის მასა, რომელიც
ცხვარს ან ძაღლს წააგავდა.

Zooclub

დიდი რაოდენობის
ბეწვის გამო, ცხოველების იდენტიფიცირება ძალიან რთული იყო. მეტიც, ეს ბეწვი იმდენად იყო აბურდული, რომ მათ გადაადგილებაში უშლიდა ხელს.

Zooclub

კაცმა ამის შესახებ ცხოველების დაცვის სამეფო საზოგადოებას შეატყობინა. ამის მერე, მათ უკვე მოხალისეები უვლიდნენ.

Zooclub

ძაღლები რომ დაებანათ და გაეკრიჭათ, მოუწიათ მათი დროებით დაძინება, რადგან ცხოველები არავის იკარებდნენ და უზომოდ შეშინებულები იყვნენ.

Zooclub

ცხოველების მოწესრიგების შემდეგ გაირკვა, რომ ცხრავე პუდელი იყო.

Zooclub

როგორც ჩანს, 9 ძაღლიდან ერთი 8 წლის ძუ, დანარჩენი ერთი წლის ასაკის ძაღლების დედა იყო.
ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ ცხოველები მთელი სიცოცხლის განმავლობაში საშინელ პირობებში იმყოფებოდნენ.

Zooclub

ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია ძაღლებისთვის პატრონის პოვნით დაკავდა. ერთ-ერთი მათგანი უკვე ამ ქალბატონმა აიყვანა.

Zooclub

ძალიან დასანანია, რომ ამ ძაღლებს ასეთი საშინელი ბედი ჰქონდათ. მაგრამ გულისხმიერი ადამიანების წყალობით, ისინი დარჩენილ სიცოცხლეს უკვე კარგ პირობებში, სითბოსა და სიყვარულში გაატარებენ!



*
როგორი ბოროტი უნდა იყო რომ ასე მოექცე ცოცხალ არსებებს.დაუჯერებელი ამბავია
vaime?!!!
რა საყვარლები არიან გაკრეჭილები!!!! მანამდე ვერავინ ნახა, მართლა იამაიკელ მომღერლებს რომ გავდნენ? რა საცოდაობა იქნებოდა, რომ არ ეპოვათ!
avoieee
იამაიკელ მომღერლებს ჰგვანან.საღებავებით იყვნენ შეღებილნი თუ ტალახიანები დაიბადნენ?საიდანაც გადმოიწერეთ,იქ ახსნა არ იყო?
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?