ეს ძაღლები საშინელ მდგომარეობაში იპოვეს. ამის ჩამდენს აუცილებლად უნდა მოეთხოვოს პასუხი!
ეს ძაღლები საშინელ მდგომარეობაში იპოვეს. ამის ჩამდენს აუცილებლად უნდა მოეთხოვოს პასუხი!
გზის პირას აღმოაჩინეს რაღაც უცნაური - 9 ძაღლი, რომელთაც ძალიან გრძელი, ჭუჭყიანი და აბურდული ბეწვი ჰქონდათ. სანამ ისინი არ მოაწესრიგეს, ვერავინ ამოიცნო მათი ჯიში, რადგან მხოლოდ ერთი ნახვით, ეს შეუძლებელი იყო.

ძაღლები ადგილობრივმა მცხოვრებმა შემთხვევით შეამჩნია. მან შორიდან ვერ გაარკვია, რა მოძრაობდა. როდესაც მიუახლოვდა, მოეჩვენა, რომ ცხვრები იყვნენ. როგორც ჩანს, 9 ძაღლი ასეთ საშინელ მდგომარეობაში სპეციალურად გამოაგდეს გარეთ. ძნელი დასაჯერებელია, რომ ადამიანმა შეძლო ასეთი სისასტიკის ჩადენა.

ჰემპშირის საგრაფოში კაცმა გზის პირას რაღაც მოძრავი შეამჩნია. იგი ახლოს მივიდა და დაინახა აბურდული ბეწვის მასა, რომელიც
ცხვარს ან ძაღლს წააგავდა.

Zooclub

დიდი რაოდენობის
ბეწვის გამო, ცხოველების იდენტიფიცირება ძალიან რთული იყო. მეტიც, ეს ბეწვი იმდენად იყო აბურდული, რომ მათ გადაადგილებაში უშლიდა ხელს.

Zooclub

კაცმა ამის შესახებ ცხოველების დაცვის სამეფო საზოგადოებას შეატყობინა. ამის მერე, მათ უკვე მოხალისეები უვლიდნენ.

Zooclub

ძაღლები რომ დაებანათ და გაეკრიჭათ, მოუწიათ მათი დროებით დაძინება, რადგან ცხოველები არავის იკარებდნენ და უზომოდ შეშინებულები იყვნენ.

Zooclub

ცხოველების მოწესრიგების შემდეგ გაირკვა, რომ ცხრავე პუდელი იყო.

Zooclub

როგორც ჩანს, 9 ძაღლიდან ერთი 8 წლის ძუ, დანარჩენი ერთი წლის ასაკის ძაღლების დედა იყო.
ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ ცხოველები მთელი სიცოცხლის განმავლობაში საშინელ პირობებში იმყოფებოდნენ.

Zooclub

ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია ძაღლებისთვის პატრონის პოვნით დაკავდა. ერთ-ერთი მათგანი უკვე ამ ქალბატონმა აიყვანა.

Zooclub

ძალიან დასანანია, რომ ამ ძაღლებს ასეთი საშინელი ბედი ჰქონდათ. მაგრამ გულისხმიერი ადამიანების წყალობით, ისინი დარჩენილ სიცოცხლეს უკვე კარგ პირობებში, სითბოსა და სიყვარულში გაატარებენ!



nat
ესე რატომ აწამებენ რას ერჩიან ვუყურებ და ცუდად ვხდები ისეთი მეცოდებიან :(((
nini
დაზმირ ადამიანებისადმი სიძულვილი ვის კომენტარში დაინახეთ?ის გაგიხარდებოდათ დაეწერათ რომ გმობენ რომ გადაარჩინეს ცხოველები და ჯობდა მომკვდარიყვნენ,მაშინ რას დაინახავდით?რომ ხალხს ერთმანეთი უყვარს?როცა უმწეო არსებაზე ასეთი ზიზღით საუბრობთ,დიდი ალბათობით არც ადამიანები გეყვარებათ და არც ცხოველები. ცოცხალი არსების სიცოცხლის გადარჩენა მისასალმებელია.ადამიანს გადაარჩენ თუ ცხოველს ორივე მადლი და სიკეთეა.ცხოველებისადმი სიყვარული არ გამორიცხავს ადამიანის სიყვარულს,ცხოველების სიძულვილი კი თქვენს სასტიკ ბუნებას უსვამს ხაზს,როგორც ადამიანების ისე ცხოველების მიმართ. სამწუხაროდ...
დაზმირი
ადამიანები გვძულს ხალხს ეხლა ძაღლის ბედი მადარდე კიდევ,აი აქ მასას დიდი სიამოვნებით მიგახვრიტავდით და თქვენ ძაღლეს განიცდით-ჩემისთანა გიჟები იცით რამდენია ქალაქში მილიონია თქვე აფერისტო ადამიანებო მძულხართ
uuuuiiimeeeee
რა ლამაზები არიან მოვლილები
avoieeeee-s
რა ახსნა უნდა ამას, ასეთი უამრავი შემთხვევაა, არის ისეთი ძაღლის ჯიშები რომლებიც ადამიანის მზრუნველობის გარეშე დაიღუპებიან. პუდელი, ში-ცუ და სხვა მრავალი. წარმოიდგინე ბეწვი ეზრდებათ, დაუვარცხნელები, ამას ჭუჭყიც ემატება და ზოგიერთი ბრმავდება ამ მიზეზით, თვალებზე თუ დიდხარს აქვს ეს ბეწვი ჩამოფარებული ბრმავდებიან.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?