კატა, რომელიც 2 წელი პატრონთან ცხოვრობდა, გარეთ გააგდეს. გაინტერესებთ მიზეზი?
კატა, რომელიც 2 წელი პატრონთან ცხოვრობდა, გარეთ გააგდეს. გაინტერესებთ მიზეზი?
მოსიყვარულე ერთგული კატა, რომელიც დაბადებიდან თბილისის ერთ-ერთ უბანში ოჯახში იზრდებოდა, პატრონმა ქუჩაში ერთი ხელის მოსმით გააძევა.  მსგავს სიტუაციაში ადამიანებს მიზეზი ყოველთვის აქვთ. ამ შემთხვევაში კი ბინის გამოცვლა იყო, რაც ცხოველის ქუჩაში მიტოვებას არ ამართლებს.

კეთილი ადამიანები, რომლებსაც საცოდავი კატა მიიკედლეს, კვებავენ მას. თუმცა, ბინაში განებივრებული ბინადარი ახლა უკვე ქუჩაში შეშინებული და დათრგუნული ცხოვრობს.

Zooclub

ძუ კატა 2 წლისაა. იგი თბილი, მოსიყვარულე და მშვიდია. ოჯახი, რომელიც მას კვებავს მალე ბინას იცვლის, ამასთანავე, სახლში ცხოველები ჰყავთ, ხოლო ეს ლამაზი არსება სრულიად მარტო რჩება ქუჩაში,
სადაც არც კი იცის, როგორ განაგრძოს ცხოვრება.

მას მხოლოდ მოსიყვარულე პატრონი, პატარა კუთხე და ცოტა
საკვები სჭირდება. თუ გინდათ, რომ საუკეთესო ოთხფეხა ბინადარი შეიძინოთ და სიცოცხლე გადაარჩინოთ აიყვანეთ ეს პატარა, თბილი არსება. 

დაგვიკავშირდით: 599026161, 599020283


ტეგები
katis patroni
მე მყავს ეს ფისო და 599026161 ჩემი ნომერია 599020283 ჩემი ქმრის, გუშინ არავის ზარი არ მიგვიღია არცერთს, შეიძლება არასწორედ დარეკეთ, ვინ გიპასუხათ?
თიკო-ს
თიკო გავარკვევთ აუცილებლად და აქვე დავწერთ მიმკედლებელის კორდინატებს. მადლობა რომ გაგვაგებინეთ. პატივისცემით ადმინი
Tako
სტატიაზე მითითებუნ ნომერზე რომ დავრეკე მათ სხვასთან გადამამისამართეს, იმ სხვამ კი აღნიშნული კატის თაობაზე არაფერი იცოდა და მხოლოდ კნუტი ჰყავდა გასაშვილებელი, კატებს თუ არ ჩავთვლით კნუტები კი მეც სამი მყავს შეფარებული :( უბრალოდ ეს კატა ძალიან შემეცოდა, ძალიან გაუჭირდებოდა ოჯახის შემდგომ პირდპირ ქუჩაში აღმოჩენა.
123
თუ რამე სიახლეა კარგი იქნება თუ დაწერთ. გაგვეხარდება ყველას კატა თუ იპოვის ახალ სახლს.
Tako
კარგით, შევეხმიანები
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?