კატა, რომელიც 2 წელი პატრონთან ცხოვრობდა, გარეთ გააგდეს. გაინტერესებთ მიზეზი?
კატა, რომელიც 2 წელი პატრონთან ცხოვრობდა, გარეთ გააგდეს. გაინტერესებთ მიზეზი?
მოსიყვარულე ერთგული კატა, რომელიც დაბადებიდან თბილისის ერთ-ერთ უბანში ოჯახში იზრდებოდა, პატრონმა ქუჩაში ერთი ხელის მოსმით გააძევა.  მსგავს სიტუაციაში ადამიანებს მიზეზი ყოველთვის აქვთ. ამ შემთხვევაში კი ბინის გამოცვლა იყო, რაც ცხოველის ქუჩაში მიტოვებას არ ამართლებს.

კეთილი ადამიანები, რომლებსაც საცოდავი კატა მიიკედლეს, კვებავენ მას. თუმცა, ბინაში განებივრებული ბინადარი ახლა უკვე ქუჩაში შეშინებული და დათრგუნული ცხოვრობს.

Zooclub

ძუ კატა 2 წლისაა. იგი თბილი, მოსიყვარულე და მშვიდია. ოჯახი, რომელიც მას კვებავს მალე ბინას იცვლის, ამასთანავე, სახლში ცხოველები ჰყავთ, ხოლო ეს ლამაზი არსება სრულიად მარტო რჩება ქუჩაში,
სადაც არც კი იცის, როგორ განაგრძოს ცხოვრება.

მას მხოლოდ მოსიყვარულე პატრონი, პატარა კუთხე და ცოტა
საკვები სჭირდება. თუ გინდათ, რომ საუკეთესო ოთხფეხა ბინადარი შეიძინოთ და სიცოცხლე გადაარჩინოთ აიყვანეთ ეს პატარა, თბილი არსება. 

დაგვიკავშირდით: 599026161, 599020283


ტეგები
tako-s
თაკო დიდი ბოდიშის მოხდით მინდა გითხრათ, რომ საკონტაქტო პიროვნებებს შორის ვეღარ ვიოპოვეთ ის ადამიანი, რომელიც ამ კატას უვლიდა. სტატიის ქვევით ტელეფონის ნომრები წერია, იქნებ თავად შეეხმიანოთ და შეთანხმდეთ, თუ ნამდვილად გაქვთ გადაწყვეტილი ამ კატის აყვანა. პატივისცემით ადმინი
!
იქნებ უპასუხოთ თაკოს!
Tako
დიდი ხანია მაწუხებს ამ კატის ბედი, მიუხედავად იმისა, რომ 8 კატა მყავს, იყოს ეს მეცხრე, რადგან აქამდე პატრონი ვერ გამოუჩნდა. ვცხოვრობ გორში, იქნებ როგორმე აქამდე ჩამომიყვანოთ, ჩემი საკონტაქტო ნომერია 598613051
77
სამწუხაროდ მე ჯერ ვერავინ ვნახე მისთვის პატრონი(( ხალხო ვინც ამ სტატიას ნახავთ, გაიკითხეთ ახლობლებში და მეგობრებში, ხომ არავის უნდა ეს ლამაზი კატა. სახლის კატაა, ჯანმრთელი, ძალიან კარგი ვარიანტია თუ შინაური ცხოველი გინდათ.
Ana
ვისაც გადარდებდათ ეს კატა წაიკითხეთ: !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ვინც ამ კატას აჭმევდა იმის შემდეგ რაც პატრონმა გააგდო, როგორც პოსტში წერია გადავიდნენ სხვაგან საცხოვრებლად, მიუხედავად ყველა სირთულისა კატა ვერ დატოვეს ქუჩაში და თან წაიყვანეს, 2 კვირა ვეტერინარულ კლინიკაში გაატარა კატამ რადგან ყველანაირად მოწესრიგებულიყო (სტერილიზაცია, დაბანვა, აცრები, რწყილებზე და ჭიებზე დამუშავება)და ეხლა ყავთ სახლში თავიანთ ცხოველებთან ერთად თუმცა დიდი ხანი ვერ ეყოლებათ რადგან მათი ძაღლი ძალიან ერჩის კატას და კატას უწევს თითქმის მთელი დღე პატარა ვოლიერში ყოფნა. ძალიან მალე უნდა გაჩუქდეს !!!!!!!!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?