კატა, რომელიც 2 წელი პატრონთან ცხოვრობდა, გარეთ გააგდეს. გაინტერესებთ მიზეზი?
კატა, რომელიც 2 წელი პატრონთან ცხოვრობდა, გარეთ გააგდეს. გაინტერესებთ მიზეზი?
მოსიყვარულე ერთგული კატა, რომელიც დაბადებიდან თბილისის ერთ-ერთ უბანში ოჯახში იზრდებოდა, პატრონმა ქუჩაში ერთი ხელის მოსმით გააძევა.  მსგავს სიტუაციაში ადამიანებს მიზეზი ყოველთვის აქვთ. ამ შემთხვევაში კი ბინის გამოცვლა იყო, რაც ცხოველის ქუჩაში მიტოვებას არ ამართლებს.

კეთილი ადამიანები, რომლებსაც საცოდავი კატა მიიკედლეს, კვებავენ მას. თუმცა, ბინაში განებივრებული ბინადარი ახლა უკვე ქუჩაში შეშინებული და დათრგუნული ცხოვრობს.

Zooclub

ძუ კატა 2 წლისაა. იგი თბილი, მოსიყვარულე და მშვიდია. ოჯახი, რომელიც მას კვებავს მალე ბინას იცვლის, ამასთანავე, სახლში ცხოველები ჰყავთ, ხოლო ეს ლამაზი არსება სრულიად მარტო რჩება ქუჩაში,
სადაც არც კი იცის, როგორ განაგრძოს ცხოვრება.

მას მხოლოდ მოსიყვარულე პატრონი, პატარა კუთხე და ცოტა
საკვები სჭირდება. თუ გინდათ, რომ საუკეთესო ოთხფეხა ბინადარი შეიძინოთ და სიცოცხლე გადაარჩინოთ აიყვანეთ ეს პატარა, თბილი არსება. 

დაგვიკავშირდით: 599026161, 599020283


ტეგები
eto
რა ღირს?
77-ს
კი, სამწუხაროდ მისი აყვანის მსურველი არ გამოჩნდა
77
კატა გარეთ დარჩა? (((
Zoo
მაინტერესებს რამდენად კანონიერია შინაური ცხოველის გაგდება. საქართველოში რა კანონი მოქმედებს? შინაური ცხოველის გარეთ გაგდება და უპატრონოდ დატოვება არ არის დასჯადი? ჯარიმას მაინც არ ითვალისწინებს? ალბათ უნდა არსებობდეს ცხოველთა დაცვის ორგანიზაციში სამსახური, რომელიც ამ ტიპის ხალხს ვინც ცხოველებს ცუდად ექცევა ან უპატრონოდ აგდებს პასუხს მოთხოვს. ადამიანი რომელსაც მასზე 100% დამოკიდებული კატა ან ძაღლი, ან თუნდაც ცხენი სათამაშო ჰგონია, და მობეზრების შემთხვევაში უბრალოდ უარს ამბობს მის მოვლაზე და ქუჩაში აგდებს, ალბათ უნდა დაისაჯოს და ჩამოერთვას უფლება ფლობდეს შინაურ ცხოველს.
77
რომ შემოვდივარ ამ გვერდზე, სულ იმედი მაქვს, რომ რამე სიახლე იქნება და კატას პატრონი გამოუჩნდა. მარა სამწუხაროდ არაფერს წერენ ((
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?