კატა, რომელიც 2 წელი პატრონთან ცხოვრობდა, გარეთ გააგდეს. გაინტერესებთ მიზეზი?
კატა, რომელიც 2 წელი პატრონთან ცხოვრობდა, გარეთ გააგდეს. გაინტერესებთ მიზეზი?
მოსიყვარულე ერთგული კატა, რომელიც დაბადებიდან თბილისის ერთ-ერთ უბანში ოჯახში იზრდებოდა, პატრონმა ქუჩაში ერთი ხელის მოსმით გააძევა.  მსგავს სიტუაციაში ადამიანებს მიზეზი ყოველთვის აქვთ. ამ შემთხვევაში კი ბინის გამოცვლა იყო, რაც ცხოველის ქუჩაში მიტოვებას არ ამართლებს.

კეთილი ადამიანები, რომლებსაც საცოდავი კატა მიიკედლეს, კვებავენ მას. თუმცა, ბინაში განებივრებული ბინადარი ახლა უკვე ქუჩაში შეშინებული და დათრგუნული ცხოვრობს.

Zooclub

ძუ კატა 2 წლისაა. იგი თბილი, მოსიყვარულე და მშვიდია. ოჯახი, რომელიც მას კვებავს მალე ბინას იცვლის, ამასთანავე, სახლში ცხოველები ჰყავთ, ხოლო ეს ლამაზი არსება სრულიად მარტო რჩება ქუჩაში,
სადაც არც კი იცის, როგორ განაგრძოს ცხოვრება.

მას მხოლოდ მოსიყვარულე პატრონი, პატარა კუთხე და ცოტა
საკვები სჭირდება. თუ გინდათ, რომ საუკეთესო ოთხფეხა ბინადარი შეიძინოთ და სიცოცხლე გადაარჩინოთ აიყვანეთ ეს პატარა, თბილი არსება. 

დაგვიკავშირდით: 599026161, 599020283


ტეგები
Tako
ბავშვობიდან უამრავი კატა მყოლია, იშვიათია რომ კატას ასეთი მშვიდი და კეთილი თვალები ჰქონდეს როგორიც ამ კატუნიას აქვს. ვინცა ამ კატას წაიყვანს ნახეთ რა ბედინიერებას მოუტანს სულ ცოტა ხანში. მე კი წავიყვანდი მაგრამ 11 კატა და 3 კნუტი მყავს (ამასთან მიტოვებული ძაღლი თავის ლეკვებით) მაგრამ თუ არავინ გამოჩნდება შევეცდები რაღაც ვიღონო
77
თუ პატრონი არ გამოჩნდა, იმედია კატას ისე არ დატოვებენ და თავშესაფარში მაინც მიიყვანენ. თქვენ საიტს მადლობა, რომ ცდილობთ დაეხმაროთ ცხოველებს. თუ სიახლე იქნება გთხოვთ დაწერეთ.
77-s
ეხლა დავდეთ სლაიდერში და მკითხველს შეეძლება ნახვა, რამდენიმე დღე დავტოვებთ, იქნებ მისი აყვანის მსურველი გამოჩნდეს, დიდი მადლობა, იმ ადამიანებს, ვისაც ასე გული შეგტკივათ ამ კატაზე
77
პირველ გვერდზე ეს სტატია აღარ ჩანს. თუ კატა ჯერ ვერ დაბინავდა, კარგი იქნება თუ სტატიას გამოაჩენთ. თორე ვერავინ ნახავს. რუსეთში კი უყვართ, მაგათ საიტებზე ბევრ კატას ეხმარებიან ხოლმე. მარა აქედან აბა როგორ წაიყვანენ. ნუთუ ამ მილიონიან ქალაქში ერთი ადამიანი არ მოიძებნება კატა რომ წაიყვანოს? ამოწიეთ სტატია, იქნებ რამეთი დაეხმაროთ კატას. მგონია რომ ცოტა ადამიანმა ნახა და იმიტომ ვერ მოიძებნა ჯერ პატრონი.
aua
რუსულ საიტებზეც გავავრცელოთ იქ მაგრად უყვართ
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?