კატა, რომელიც 2 წელი პატრონთან ცხოვრობდა, გარეთ გააგდეს. გაინტერესებთ მიზეზი?
კატა, რომელიც 2 წელი პატრონთან ცხოვრობდა, გარეთ გააგდეს. გაინტერესებთ მიზეზი?
მოსიყვარულე ერთგული კატა, რომელიც დაბადებიდან თბილისის ერთ-ერთ უბანში ოჯახში იზრდებოდა, პატრონმა ქუჩაში ერთი ხელის მოსმით გააძევა.  მსგავს სიტუაციაში ადამიანებს მიზეზი ყოველთვის აქვთ. ამ შემთხვევაში კი ბინის გამოცვლა იყო, რაც ცხოველის ქუჩაში მიტოვებას არ ამართლებს.

კეთილი ადამიანები, რომლებსაც საცოდავი კატა მიიკედლეს, კვებავენ მას. თუმცა, ბინაში განებივრებული ბინადარი ახლა უკვე ქუჩაში შეშინებული და დათრგუნული ცხოვრობს.

Zooclub

ძუ კატა 2 წლისაა. იგი თბილი, მოსიყვარულე და მშვიდია. ოჯახი, რომელიც მას კვებავს მალე ბინას იცვლის, ამასთანავე, სახლში ცხოველები ჰყავთ, ხოლო ეს ლამაზი არსება სრულიად მარტო რჩება ქუჩაში,
სადაც არც კი იცის, როგორ განაგრძოს ცხოვრება.

მას მხოლოდ მოსიყვარულე პატრონი, პატარა კუთხე და ცოტა
საკვები სჭირდება. თუ გინდათ, რომ საუკეთესო ოთხფეხა ბინადარი შეიძინოთ და სიცოცხლე გადაარჩინოთ აიყვანეთ ეს პატარა, თბილი არსება. 

დაგვიკავშირდით: 599026161, 599020283


ტეგები
77
მეც ძაან შემეცოდა ეს კატა. სულ შემოვდიოდი, იმედი მქონდა კარგ ამბავს გავიგებდი რომ პატრონი გამოუჩნდა. მარა სამწუხაროდ არაფერს წერენ. არა და თავიდან რომ ვნახე ეს სტატია, ვიფიქრე ასობით მისი წაყვანის მსურველი გამოჩნდებოდა. ეტყობა ჩვენი საზოგადოება არ არის მზად ამ ტიპის კეთილი საქციელისთვის. გაგდება გვეხერხება და აყვანა არა... მეც სამწუხაროდ არაფრით არ შემიძლია წაყვანა და ძალიან მწყდება გული ამის გამო((( თუ ვინმეს უნდა წაყვანა დარეკეთ მითითებულ ნომრებზე, იქნებ ჯერ კიდევ უვლის ვინმე ამ კატას. მარა საერთოდ ეს ისტორია ძაან გულსატკენია. ჯერ ის რომ გააგდეს და მიატოვეს, და მეორე ის რომ არავინ გამოჩნდა კეთილი ადამიანი ვინც დაეხმარებოდა. ყველამ მიატოვა (((
tamari
ძალიან განვიცადე
tamari
კიდევ არ გამოუჩნდა პატრონი??ძალიან გთხოვთ დაწერედ რა,კიდევ უპატრონოდაა??
123
რა ლამაზია ეს როგორ გაიმეტეს :'(
eto-s
არაფერი არ ღირს, ჩუქდებააა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?