კატა, რომელიც 2 წელი პატრონთან ცხოვრობდა, გარეთ გააგდეს. გაინტერესებთ მიზეზი?
კატა, რომელიც 2 წელი პატრონთან ცხოვრობდა, გარეთ გააგდეს. გაინტერესებთ მიზეზი?
მოსიყვარულე ერთგული კატა, რომელიც დაბადებიდან თბილისის ერთ-ერთ უბანში ოჯახში იზრდებოდა, პატრონმა ქუჩაში ერთი ხელის მოსმით გააძევა.  მსგავს სიტუაციაში ადამიანებს მიზეზი ყოველთვის აქვთ. ამ შემთხვევაში კი ბინის გამოცვლა იყო, რაც ცხოველის ქუჩაში მიტოვებას არ ამართლებს.

კეთილი ადამიანები, რომლებსაც საცოდავი კატა მიიკედლეს, კვებავენ მას. თუმცა, ბინაში განებივრებული ბინადარი ახლა უკვე ქუჩაში შეშინებული და დათრგუნული ცხოვრობს.

Zooclub

ძუ კატა 2 წლისაა. იგი თბილი, მოსიყვარულე და მშვიდია. ოჯახი, რომელიც მას კვებავს მალე ბინას იცვლის, ამასთანავე, სახლში ცხოველები ჰყავთ, ხოლო ეს ლამაზი არსება სრულიად მარტო რჩება ქუჩაში,
სადაც არც კი იცის, როგორ განაგრძოს ცხოვრება.

მას მხოლოდ მოსიყვარულე პატრონი, პატარა კუთხე და ცოტა
საკვები სჭირდება. თუ გინდათ, რომ საუკეთესო ოთხფეხა ბინადარი შეიძინოთ და სიცოცხლე გადაარჩინოთ აიყვანეთ ეს პატარა, თბილი არსება. 

დაგვიკავშირდით: 599026161, 599020283


ტეგები
Mik
რა საყვარელი კატაა, და რა სევდიანი თვალები აქვს. თბილისში რომ ვიყო წავიყვანდი. იმედია ვინმე კარგი ადამიანი წაიყვანს! გთხოვთ ქუჩაში არ დატოვოთ, ნუ მიატოვებთ. სახლის კატაა და თავს ვერ მოუვლის.
gg
სანამ კატას პატრონი მოიძებნება სტატია მაღლა აწიეთ, რომ არ დაიკარგოს. და კარგი იქნება ამბები თუ განათავსებენ თავისთანაც. იქ ბევრი ხალხი შედის.
loma
იქნებ დაუკავშირდეთ ყოფილ პატრონს, მოუყევით კატაზე, რომ ისევ მანდ არის. იქნებ გულმა ვერ გაუძლოს და წაიყვანოს. კატასაც ყველაზე მეტად ეგ უნდა ალბათ. არ მესმის, როგორ უნდა გააგდო სახლიდან შენ ხელში გაზრდილი კატა ან ძაღლი. სცადეთ მაინც. თუ უარი თქვა, დაწერეთ ვინ არის, ვიცოდეთ "გმირი" ქვის გული აქვს ვიღაცაა...
77-ს
ჯერ-ჯერობით სიახლე არ არის, კატა ისევ იქ არის სადაც იყო, ისევ ჩუქდება
167 -s
გაიარე-რა, ამ საიტზე უსუგულოებს არ ვღებულობთ!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?