კატა, რომელიც 2 წელი პატრონთან ცხოვრობდა, გარეთ გააგდეს. გაინტერესებთ მიზეზი?
კატა, რომელიც 2 წელი პატრონთან ცხოვრობდა, გარეთ გააგდეს. გაინტერესებთ მიზეზი?
მოსიყვარულე ერთგული კატა, რომელიც დაბადებიდან თბილისის ერთ-ერთ უბანში ოჯახში იზრდებოდა, პატრონმა ქუჩაში ერთი ხელის მოსმით გააძევა.  მსგავს სიტუაციაში ადამიანებს მიზეზი ყოველთვის აქვთ. ამ შემთხვევაში კი ბინის გამოცვლა იყო, რაც ცხოველის ქუჩაში მიტოვებას არ ამართლებს.

კეთილი ადამიანები, რომლებსაც საცოდავი კატა მიიკედლეს, კვებავენ მას. თუმცა, ბინაში განებივრებული ბინადარი ახლა უკვე ქუჩაში შეშინებული და დათრგუნული ცხოვრობს.

Zooclub

ძუ კატა 2 წლისაა. იგი თბილი, მოსიყვარულე და მშვიდია. ოჯახი, რომელიც მას კვებავს მალე ბინას იცვლის, ამასთანავე, სახლში ცხოველები ჰყავთ, ხოლო ეს ლამაზი არსება სრულიად მარტო რჩება ქუჩაში,
სადაც არც კი იცის, როგორ განაგრძოს ცხოვრება.

მას მხოლოდ მოსიყვარულე პატრონი, პატარა კუთხე და ცოტა
საკვები სჭირდება. თუ გინდათ, რომ საუკეთესო ოთხფეხა ბინადარი შეიძინოთ და სიცოცხლე გადაარჩინოთ აიყვანეთ ეს პატარა, თბილი არსება. 

დაგვიკავშირდით: 599026161, 599020283


ტეგები
((
კიდევ არ გაჩუქდა? გთხოვთ არ დატოვოთ ბედნის ანაბარა. ვინმე აუცილებლად გამოჩნდება
77
გული მწყდება არავინ რომ არ გამოჩნდა (( ნეტა მე შემეძლოს წაყვანა...
.-s
ჯერ-ჯერობით სიახლე არ არის, არ გამოჩნდა მისი აყვანის მსურველი
.
არის რამე სიახლე?
77
Tako გეთანხმებით, ძალიან კარგი კატაა. სამწუხაროდ 1 კვირაა უკვე, მეეტი თუ არა რაც პატრონს ეძებს და არავინ გამოჩნდა. თუ თქვენ შეძლებთ წაყვანას ალბათ კარგი იქნება, თან ჩვენი ოთხფეხა მეგობრების მოვლაც იცით. თუ წაიყვანთ აქაც დაწერეთ, მე პირადად ძალიან გამაზარებს კატამ თუ სახლი იპოვა.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?